GE

პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია 20 წლის იუბილეს საერთაშორისო კონფერენციით აღნიშნავს

20 მაისს, საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია (ბაფი), რომელიც აერთიანებს 7000-მდე ფიზიკური პირსა და 90-მდე წამყვან აუდიტორულ კომპანიას, სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში მასპინძლობს საერთაშორისო კონფერენციას თემაზე: „პროფესიული განვითარების 20 წელი – ევროინტეგრაცია და პროფესიის გამოწვევები“. 

კონფერენციის უმთავრესი მიზანია სამთავრობო სტრუქტურებს, ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის წარმომადგენლებს უკეთ გააცნოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებული საერთაშორისო პრაქტიკა, რაც შემდგომში საქართველოს დაეხმარება პროფესიის მარეგულირებელი სრულყოფილი და ევროდირექტივებთან შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის ფორმირებაში.

კონფერენცია დასრულდება საზეიმო ღონისძიებით, რომელზეც მოწვეულები არიან „ბაფის“ პარტნიორი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები, სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები, წევრი ორგანიზაციები და წამყვანი ბიზნეს კომპანიები.

კონფერენციაში მონაწილეობენ: ბრიტანეთის სერტიფიცირებულ ბუღალტერთა ასოციაციის (ACCA), ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების საბჭოს (IFRS-s), მსოფლიო ბანკისა და სხვა საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები; სხვადასხვა ქვეყნის (ინგლისი, ისრაელი, პოლონეთი, თურქეთი, რუმინეთი, ესტონეთი, ყაზახეთი, რუსეთი, მოლდოვა, უკრაინა, აზერბაიჯანი) მარეგულირებელი და პროფესიული ორგანიზაციების, საქართველოს მთავრობის, არასამთავრობო სექტორის, წევრი კომპანიების და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები.

კონფერენციის თემა: პროფესიული განვითარების 20 წელი – “ევროინტეგრაცია და პროფესიის გამოწვევები”

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური