მთავრობის დავალება განათლების სამინისტროს – 43 მილიონ ლარზე მეტი საპატრიარქოს საგანმანათლებლო დაწესებულებების დასაფინანსებლად მიიმართება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განკარგულებით, განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაევალა, რომ 43 მილიონ ლარზე მეტის ფინანსური დახმარება გაუწიოს საქართველოს საპატრიარქოს მიერ დაფუძნებულ 53 საგანმანათლებლო და ახალგაზრდულ დაწესებულებას.
ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილ განკარგულებაში ვკითხულობთ: „დაევალოს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, „საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით პროგრამის „ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დაფინანსების“ (პროგრამული კოდი: 32 02 01) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან 43 მილიონ 35 ათასი (ორმოცდასამი მილიონ ოცდათხუთმეტი ათასი) ლარი მიმართოს ამ განკარგულების დანართით განსაზღვრული დაწესებულებების ფინანსური დახმარების უზრუნველყოფის მიზნით, შესაბამის საბანკო ანგარიშებზე გადარიცხვის გზით“.
იხილეთ 53 დაწესებულების სია და გივი მიქანაძის უწყების მიერ გადასარიცხი თანხების ოდენობები ირაკლი კობახიძის განკარგულებაში.
საქართველოს საპატრიარქოს მიერ დაფუძნებული ზოგიერთი დაწესებულებისათვის ფინანსური დახმარების გაწევის შესახებ განკარგულება 2026 წლის 26 მარტით თარიღდება და უკვე ძალაშია.
ასევე იხილეთ:
„სახელმძღვანელოები პრაქტიკულად არ გვაქვს, ძალიან სერიოზული პრობლემაა“ – კონსერვატორიის რექტორი
-
ახალი საათობრივი ბადე და განათლების სამინისტროს მითითებები სკოლებს – ორი დოკუმენტი
by ARIS.GE-განათლება
-
ავარიულობის მიზეზით სწავლის შეწყვეტის შემდეგ, 21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, მშობლებმა და პედაგოგებმა აქცია გამართეს
by ARIS.GE-განათლება
-
შეცვლის თუ არა მოსწავლეების შედეგებს მათემატიკის ახალი სახელმძღვანელოები – სპეციალისტის მიგნებები
by ARIS.GE-განათლება