„ძალიან უხერხულია!“ – პედაგოგების ნაწილისთვის მასწავლებლის სტატუსის არქონის თემა პარლამენტში ისევ წამოიჭრა
სამუსიკო და სასპორტო სკოლების პედაგოგებისთვის მასწავლებლის სტატუსის მინიჭების საკითხი საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში კიდევ ერთხელ წამოიჭრა. ეს თემა პერიოდულად ხდება აქტუალური, თუმცა წლების მაგალითები ცხადყოფს, რომ ისევ გადაუჭრელი რჩება.
ამჯერად სამუსიკო და სალოტბარო სკოლების პედაგოგებისთვის მასწავლებლის სტატუსის მინიჭების აუცილებლობაზე პარლამენტში ა(ა)იპ „გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტის“ პრორექტორმა, თათია ჩხეიძემ როგორც განათლების, ისე კულტურის კომიტეტების თავმჯდომარეების წინაშე ისაუბრა.
“მოგეხსენებათ, რომ მასწავლებელი, ეს არის “ზოგადი განათლების შესახებ” კანონით განსაზღვრული სტატუსი, რომელიც გარკვეული შეღავათებით, სოციალური პირობებით სარგებლობს, მაგრამ სამუსიკო სკოლის პედაგოგებს, სალოტბარო სკოლის პედაგოგებს არ აქვთ მასწავლებლის სტატუსი და ძალიან უხერხულია, რომ მათი ასეთი მნიშვნელოვანი წვლილი და როლი ახალგაზრდების აღზრდა-განათლებაში არ არის შესაბამისად აღიარებული. ამიტომ, მე ყველა სახელოვნებო ინსტიტუციის სახელით მოგმართავთ, რომ იქნებ ეს საკითხი დადგეს დღის წესრიგში და რამენაირად, ეს პრობლემა გადაწყდეს”, – მიმართა თათია ჩხაიძემ კომიტეტს.
სახელოვნებო, ასევე სასპორტო მიმართულების პედაგოგიური კადრის სტატუსის არქონას ორივე კომიტეტის ხელმძღვანელი გამოეხმაურა.
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ თქვა, რომ ამ მიმართულებით ძალიან აქტიურად მუშაობენ განათლების სამინისტროსთან და იმედი აქვთ, “აღდგომის შემდგომ პერიოდში დადებითი გადაწყვეტები ექნებათ”.
მარიამ ლაშხი მიიჩნევს, რომ ნებისმიერი პედაგოგი უნდა იყოს შესაბამისად დანახული და ეს როგორც სახელოვნებო, ისე სპორტის მასწავლებლებს ეხებათ.
ამავე თემაზე:
-
აბიტურიენტის მამა: „ამ რეფორმით 22 წლის ასაკში მივიღებთ მაგისტრებს, რომლებსაც ექნებათ ამბიცია და არ ექნებათ ნახევარი ცოდნაც კი“
by ARIS.GE-განათლება
-
„ერთი ქალაქი – ერთი სპეციალობა სავსებით გამართლებულია“ – გიორგი ალიბეგაშვილის მოსაზრებები განათლების რეფორმაზე
by ARIS.GE-განათლება
-
5000 წლის თამაში ისტორიის გაკვეთილზე, როგორც სწავლების ინსტრუმენტი – სენეტი კლასში
by განათლებული ბლოგი