პროფესიული განათლების განვითარებაზე კონფერენციაზე იმსჯელეს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მისიის ორგანიზებით დღეს, კონფერენცია გაიმართა თემაზე – „პროფესიული განათლების განვითარება – პროფესიული განათლების სტრატეგია, პროფორიენტაცია და ხარისხის გაუმჯობესება“.
კონფერენცია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა თამარ სანიკიძემ, მინისტრის მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა ილიანა დერილოვამ გახსნეს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის თანამონაწილეობით ორგანიზებულ კონფერენციაზე განიხილული იქნა პროფესიული განათლების ახალი სტრატეგია და ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა – პროფესიული ორიენტაცია და კარიერის დაგეგმვა, განათლების ხარისხის განვითარება და მოდულური საგანმანათლებლო პროგრამების შემეშავება და დანერგვა.
კონფერენციას ესწრებოდნენ პროფესიული განათლების სფეროში მოქმედი სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურების, საგანმანათლებლო დაწესებულებების, პროფკავშირების, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, დამსაქმებლები. კონფერენციის ყველა მონაწილე აქტიურად იყო ჩართული პროფესიული განათლებისთვის მნიშვნელოვან თემებზე მომზადებული პრეზენტაციების განხილვაში.
-
„2025 წელს, ქართული განათლების სისტემის ისტორიაში პირველად, სახელმწიფო ენის გამოცდა ჩატარდება“
by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
განათლების მინისტრის მოადგილე განმარტავს, რა შემთხვევაში დაგჭირდებათ სკოლის დირექტორის თანხმობა რეპეტიტორობისთვის
by ARIS.GE-განათლება
-
ორ სკოლაში საქმიანობისთვის ხელმძღვანელის თანხმობა დაგჭირდებათ – განათლების სამინისტროს განმარტება სკოლებისა და უმაღლესებისთვის
by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო