GE

პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის პედაგოგიური კურსი მიმდინარეობს

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი პროფესიული სასწავლო დაწესებულებების მასწავლებლებისთვის პედაგოგიურ კურსს აგრძელებს. პროფესიული განათლების 363 პედაგოგი კურსის მესამე მოდულს გადის.

პედაგოგიური კურსი ხუთი სხვადასხვა მოდულისგან შედგება და მოიცავს სტუდენტთა ინდივიდუალურ საჭიროებებს, სასწავლო გარემოს, შეფასებას, სწავლების სტრატეგიებს, თვითშეფასებას და პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვას.

კურსი, საერთაშორისო სტანდარტების გათვალსწინებით, 2016 წელს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და გაეროს პროფესიული განათლების პროგრამის თანამშრომლობით, შვეიცარიული გამოცდილების საფუძველზე შეიქმნა. კურსის შექმნის შემდეგ, პედაგოგიური კურსის პილოტში პროფესიული განათლების 155 მასწავლებელი ჩაერთო. პილოტის შეფასების შემდეგ, პედაგოგიური კურსი ყველა საჯარო პროფესიულ საგანათლებლო დაწესებულებაში ამოქმედდა.

პედაგოგიური კურსის მიმდინარეობის პარალელურად, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროექტთან ერთად მუშაობს პროფესიული განათლების მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის რეგულირების დოკუმენტზე, რომლის მიხედვით, პედაგოგიური კურსი 2020 წლამდე პროფესიული განათლების ყველა მასწავლებელმა უნდა გაიაროს. ხოლო ის მასწავლებლები, რომლებიც კურსს გაივლიან, პროფესიული განვითარების სხვა ღონისძიებებშიც ჩაერთვებიან.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური