პროფესიული ტესტირება 5 დღეში იწყება, შეფასებისა და გამოცდების ცენტრს კი რეგისტრირებულ მსურველთა რაოდენობის გამოცხადება არ სურს. რატომ?
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცნობით, პროფესიული განათლების მიღების მსურველ პირთა პროფესიული ტესტირება 2022 წლის 6 სექტემბერს, 09:00 საათზე დაიწყება და 8 სექტემბერს დასრულდება.
ტესტირების თარიღი გამოცხადდა – 5 დღეში, 6 სექტემბერს იწყება, მაგრამ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს რეგისტრირებულ მსურველთა რაოდენობის გამხელა არ სურს. ცენტრი პასუხისთვის ხელს განათლებისა და მართვის საინფორმაციო სისტემისაკენ იშვერს (EMIS), რომელიც აპლიკანტთა რეგისტრაციაზეა პასუხისმგებელი.
ვიცით, რომ ამ ორ უწყებას, ჯერ კიდევ მაია მიმინოშვილის დროიდან დაწყებული, ძირითადად გამოცდების მსურველების მონაცემების სიზუსტის ნიადაგზე, ერთმანეთის მიმართ დიდი სიყვარული აქვთ.
მაგრამ, თუ გამოცდას ატარებთ და 5 დღით ადრე ჯერ სიები იმდენად შეჯერებული არ გაქვთ, რეგისტრირებულ აპლიკანტთა რაოდენობა რომ გონივრულად დამრგვალებული გააჟღეროთ, რატომ ატარებთ?
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემისგან, პროფესიულ გამოცდებზე რეგისტრირებულ მსურველთა რაოდენობის შესახებ დასმულ კითხვაზე, პასუხი რეკორდულ დროში მივიღეთ – 16400 მეტი მსურველია რეგისტრირებული.
ეს ციფრი ოდნავ რომც შეიცვალოს, გამოცდების ცენტრის, შესაძლოა სავსებით გამართლებულ სიჩუმეზე, მაინც ბევრად დამაჯერებლად ჟღერს.
- რას უნდა ველოდოთ უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებაში 4 წლის განმავლობაში – ახალი სამთავრობო პროგრამა by ARIS.GE-განათლება
- „საქართველომ და ქართველმა პედაგოგებმა უნდა დავინახოთ და კარგად გავიაზროთ მოსალოდნელი საფრთხეები“ – გამოსავლები მათემატიკის სწავლებაში by განათლებული ბლოგი
- 500 და 300 ლარი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს – წახალისება რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა by ARIS.GE-განათლება