GE

პროფესიული ტესტირების ჩატარების თარიღებში ცვლილებაა – გადაამოწმეთ განახლებული საგამოცდო ბარათი

2021 წლის შემოდგომაზე ორგანიზებული პროფესიული ტესტირების ჩატარების თარიღები შეიცვალა. ტესტირება რეგიონებში განთავსებულ საგამოცდო ცენტრებში 6-7 სექტემბერს, ხოლო თბილისში 13-14 სექტემბერს ჩატარდება. ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, დღეს, 4 სექტემბერს ავრცელებს. აქამდე არსებული ინფორმაციით კი, ტესტირება მხოლოდ 6 და 7 სექტემბერს უნდა ჩატარებულიყო

სამინისტოს ცნობით, ტესტირებაზე დარეგისტრირებულ პირებს, საგამოცდო ცენტრებისა და ტესტირების ზუსტი თარიღების ნახვა, პერსონალურ გვერდზე განახლებულ საგამოცდო ბარათზე შეუძლიათ. ამისთვის აპლიკატები უნდა შევიდნენ ვებგვერდზე: vet.emis.ge.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირება ტარდება შემდეგ საგნებში:

  • ზოგადი უნარები – 50 ქულა (2 საათი);
  • ბიოლოგია – 30 ქულა (1.5 საათი);
  • ქიმია – 30 ქულა (1.5 საათი).

შეგახსენებთ, რომ წელს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე განაცხადი 19 ათასამდე აპლიკანტმა წარადგინა. განსაკუთრებული პოპულარობით წელს IT მიმართულების პროგრამები, საექთნო განათლება, კულინარია, შრომის უსაფრთხოება, საზღვაო ტრანსპორტი და სხვა მიმართულებები ლიდერობს.

ამავე თემაზე: 

როგორ უნდა მოხვდეთ პროფესიულ კოლეჯში – გართულდა თუ გამარტივდა მიღების პროცედურა?

პროფესიული განათლების ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური