პროფესორის/მთავარი მეცნიერის არჩევას ვადით ან უვადოდ თავად უნივერსიტეტი გადაწყვეტს
„უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოსკანონში“ ცვლილები შედის, რომელიც პროფესორების უვადოდ დანიშვნას ეხება. ინიციატივას პირველი მოსმენით დღეს ,,განათლებისა და მეცნიერების კომიტეტში უყარეს კენჭი. განათლების კომიტეტის თავმჯდომარე, მარიამ ჯაში EDU.ARIS.GE-სთან განმარტავს, რომ მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ არსებობს კანონმდებლობა, რომელიც პროფესორის უვადოდ არჩევას ითვალისწინებს. მისივე განცხადებით, ცვლილება კანონში კონკურენტუნარიანობის გაზრდას და ახალგაზრდა პროფესორების მოტივირებას ემსახურება.
ჯაშის თქმით აღნიშნული ცვლილება არ შეეხება უკვე უვადოდ ან ვადით არჩეულ პროფესორებს.
,,კანონი დღევანდლეი რედაქციით 2017 წლისთვის უნდა ამოქმედებულიყო ავტორიზაციის ახალ ვადებთან მიმართებაში. ჩანაწერი გულისხმობდა, რომ ნებისმიერი პროფესორი უნდა დანიშნულიყო უვადოდ. რა თქმა უდნა, ქვეყნის მასშტაბით მოქმედ უმაღლეს დაწესებულებებში არაერთი გამორჩეული და ღვაწლმოსილი მეცნიერი მუშაობს და მათი ღვაწლის დაფასებისთვის უვადოდ არჩევა უდნა იყოს განსაკუთრებული აღიარება კომპეტენციის და დამსახურებების. მაგრამ, მსოფლიოში პრაქტიკულად არც ერთი ქვეყანა არ არსებობს, რომლის კანონმდებლობა ითვალისწინებს ყველა პროფესორის უვადოდ დანიშვნას. უვადოდ დანიშვნა რეალურად ამცირებს კონკურენციის რეჟიმს და ასევე მოტივაციას, განსაკუთრებით ახალგაზრდა კადრების შედინებასთნ დაკავშირებით. განათლების სისტემაში ჩვენ ფუნდამენტური ცვლილებები გვჭირდება და მეტი გაუმჯობესება.
„შესაბამისად კანონმდებლობაში ჩნდება ჩანაწერი, რომლის თანახმად პროფესორები დაინიშნებიან უვადოდ, ან ვადით. რა თქმა უნდა დელეგირება კონკრეტული პროფესიონალების და კადრის დანიშვნასთან დაკავშირებით, იქნება იმ დაწესებულების პრეროგატივა. თუმცა, უვადოდ დანიშვნა უკვე უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ კრიტერიუმებს, როგორიც სამეცნიერო დამსახურებების, ასევე პუბლიკაციებისა დასხვადასხვა აღიარებების შესაბამისად. აღნიშნული ცვლილება გულისხმობს, რომ დღევანდელი მდგომარეობით, პროფესორებს, რომელთაც მინიჭებული აქვთ სტატუსი ვადით ან უვადოდ, ეს ცვლილება მათ არ შეეხებათ,“-განაცხადა მარიამ ჯაშმა EDU.ARIS.GE-სთან.
საკანონმდებლო ინიციატივის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ კანონპროექტის მიღების მიზანია პროფესორისა და მთავარი მეცნიერი თანამშრომლის საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და არჩევის ვადის მოქნილი სისტემის შემოღება; ასევე უზრუნველყოფილი იქნება უვადოდ არჩევის შესაძლებლობა. ამასთან, პირის პროფესორად ან მთავარი მეცნიერ თანამშრომლად 5 წელზე მეტი ვადით არჩევის შემთხვევაში, 5 წელიწადში ერთხელ პირი დაექვემდებარება ატესტაციას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრული წესით.
ატესტაციას არ დაექვემდებარებიან პირები, რომლებიც არჩეულები იქნებიან 5 წელზე მეტი ვადით, მაგრამ პროფესორად ან მთავარი მეცნიერი თანამშრომლად არჩევიდან 5 წლის შემდეგ დარჩენილი ექნებათ უფლებამოსილების 5 წელზე ნაკლები ვადა. აღნიშნული ცვლილება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ პროფესორისა და მთავარი მეცნიერი თანამშრომლის მხოლოდ უვადოდ არჩევის საკითხმა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს პრაქტიკული თვალსაზრისით პრობლემები შეუქმნა. კანონში ცვლილების განხორციელების შემდგომ კი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, ავტონომიურობის ფარგლებში თავად მიიღებს გადაწყვეტილებას პროფესორი/მთავარი მეცნიერი თანამშრომელი აირჩიოს ვადით თუ უვადოდ.
თეონა გიორგაძე – ქუთაისი
-
2026 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა – რა თანხები აქვს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს
by ARIS.GE-განათლება
-
პრემიერ-მინისტრის 3 განცხადება სხვადასხვა შინაარსით – შემცირდება, იგივე დარჩება თუ გაიზრდება სტუდენტთა საერთო რაოდენობა?
by ARIS.GE-განათლება
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება