ქართულ-ბრიტანული პროექტის პრეზენტაცია
მასწავლებლის სახლში ქართულ-ბრიტანული საპილოტე პროექტის „მასწავლებლების პროფესიული განვითარების ცნობიერების ამაღლება“ პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას მასწავლებელთა პროფესიული განვთარების ეროვნული ცენტრის კონსულტანტები და ბრიტანეთის საბჭოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. პრეზენტაციაზე მოწვეულ მასწავლებლებს პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები და სატრენინგო კურსები გააცნეს.
პროექტი „მასწავლებლების პროფესიული განვითარების ცნობიერების ამაღლება“ ითვალისწინებს მასწავლებლების კომპეტენციებისა და საჭიროებების მიხედვით მათთვის შესაფერისი აქტივობების/სატრენინგო კურსების შერჩევას. ტრენინგები ჩატარდება როგორც პირისპირ, ასევე ონლაინ რეჟიმში. პროექტში სულ 150 პედაგოგია ჩართული, მათ შორის არიან მასწავლებლები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.
-
თუ მასწავლებელს პრაქტიკული საქმიანობა დადებითად არ შეუფასდება – გამოქვეყნდა საპრეტენზიო განაცხადის ფორმა და წარდგენის ვადა
by მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
-
რომელ საგნებში გამოვლინდებიან 2022 წლის საუკეთესო მასწავლებლები – კონკურსში მონაწილეობის პირობები
by ამბები ზოგადი განათლებიდან
-
ადრეული განათლების მიმართულების ტრენერობის მსურველთათვის კონკურსი გამოცხადდა – დეტალები
by მასმედია