GE

ქართულ-გერმანული საზაფხულო სკოლა CIU-ში

25 ივლისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ქართულ-გერმანულ საზაფხულო სკოლას უმასპინძლა.

საზაფხულო სკოლა თემაზე – “ევროპული კონსტიტუციური ღირებულებები ეროვნული, კონსტიტუციურ-სამართლებრივი წესრიგი“ – გერმანიის აკადემიური სამსახურის დაფინანსებით და პარტნიორი უნივერსიტეტების ორგანიზებით ტარდება.

ზაფხულის სკოლის მიზანია, სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ევროპული ღირებულებების გაზიარება და მათთან სამართლებრივი სახელმწიფოს, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული საკითხებზე დისკუსია.

სესია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა გიორგი ხატიძემ გახსნა, რომელმაც ყურადღება გაამახვილა სკოლის ძირითად თემატიკაზე და მონაწილეებს მადლობა გადაუხადა პროექტში მონაწილეობისთვის.

სკოლის მონაწილეებმა მოისმინეს პროფესორ ნინი შენგელიას ლექცია თემაზე: „კანონის უზენაესობა და ციფრული კონსტიტუციონალიზმი“, ასევე, ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტის (გერმანია) პროფესორის, იან დირკ ჰარკეს ლექცია თემაზე: „მემკვიდრეობის უფლება, როგორც საკუთრების უფლება“.

დღის ფარგლებში სკოლის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ ჩართულიყვნენ ვორქშოპში, სადაც პრაქტიკულ დავალებებზე იმუშავეს.

საზაფხულო სკოლა 24-დან 29 ივლისის ჩათვლით ტარდება. ორგანიზატორთა შორის კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტთან ერთად არიან – ვურცბურგის იულიუს-მაქსიმილიანის უნივერსიტეტი (გერმანია), საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური