GE

ქართული უნივერსიტეტის სტუდენტებს 18 მაისს საქართველოს საჯარო სამსახურის ბიუროს ხელმძღვანელი შეხვდება

18 მაისს, პარასკევს 17:00 საათზე, ქართული უნივერსიტეტის წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში საჯარო მმართელობის და სამართლის პროგრამის სტუდენტებისთვის გაიმართება შეხვედრა საქართველოს საჯარო სამსახურის ბიუროს ხელმძღვანელ, ეკატერინე ქარდავასთან.

სტუმარი ისაუბრებს საჯარო სამსახურის რეფორმაზე და წარადგენს საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მხარდაჭერით შექმნილი წიგნის პრეზენტაციას.

სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა წიგნი – ,,საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს მთავრობის დადგენილების კომენტარები, მიიღონ უსასყიდლოდ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური