SANGU-ში 2024-2025 სასწავლი წლის მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაცია 2 სექტემბრიდან დაიწყება – დეტალები
2024-2025 სასწავლი წლის მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაცია წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში დაიწყება 2 სექტემბრიდან და გაგრძელდება 12 სექტემბრის ჩათვლით.
2024-2025 სასწავლო წელს ცხადდება მიღება შემდეგ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე:
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლა
საგანმანათლებლო პროგრამა
- სამართალი – 30 ადგილი; სწავლის საფასური 2990 ლარი. სახელმწიფო დაფინანსებით 2250;
- საჯარო მმართველობა – 30 ადგილი; სწავლის საფასური 2750 ლარი. სახელმწიფო დაფინანსებით 2250;
- საქართველოს ისტორია – 30 ადგილი; სწავლის საფასური 2250 ლარი. სახელმწიფო დაფინანსებით 2250;
- ქართული ფილოლოგია – 20 ადგილი; სწავლის საფასური 2250 ლარი. სახელმწიფო დაფინანსებით 2250;
ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა:
- სოციალური და განწყობის ფსიქოლოგია – 20 ადგილი; სწავლის წლიური საფასური 2500 ლარი. საუნივერსიტეტო თანადაფინანსებით – 2250;
- ფსიქოდიაგნოსტიკა და კონსულტირება – 20 ადგილი; სწავლის წლიური საფასური 3900 ლარი. საუნივერსიტეტო თანადაფინანსებით – 3120;
- კომპიუტერული მეცნიერება – 25 ადგილი; სწავლის წლიური საფასური 3350. საუნივერსიტეტო თანადაფინანსებით 2680;
- კიბერუსაფრთხოება – 30 ადგილი; სწავლის წლიური საფასური – სრული დაფინანსება.
შეთავაზება SANGU-ს ბაკალავრიატის კურსდამთავრებულებს:
2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ჩარიცხულთათვის საუნივერსიტეტო თანადაფინანსება (უნივერსიტეტის გრანტი) 2026 წლის გაზაფხულის სემესტრის ჩათვლით, შეუნარჩუნდებათ მაგისტრანტებს, რომელთა წინა სემესტრის აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი თითოეულ სასწავლო კურსში/კვლევით კომპონენტში 81 და მეტი ქულაა.
ბაკალავრიატის კურსდამთავრებულს, რომელსაც SANGU-ში გავლილი აქვს ინგლისური ენა B2 დონეზე განთავისუფლდება მაგისტრატურის უცხო ენის გამოცდისგან.
SANGU-ს ბაკალავრიატის კურსდამთავრებულებს, რომლებიც სწავლის გაგრძელებას გეგმავენ SANGU-ს მაგისტრატურაში, სურვილის შემთხვევაში, დაუფინანსდებათ საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის მოსამზადებელი კურსი უნივერსიტეტის მოსამზადებელ ცენტრში
- „SANGU – ადგილი, სადაც ყოველთვის მიხარია მისვლა“ – სტუდენტი ლიკა ტოკლიკიშვილი აბიტურიენტებისთვის by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი
- SANGU-მ პროექტის – „უკეთესი განათლება უკეთესი მომავლისთვის“ წარმომადგენლებს უმასპინძლა by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი
- SANGU-ში მასწავლებლის მომზადების პროგრამის 2022-2023 წლის კურსდამთავრებულთათვის სერტიფიკატების გადაცემის ცერემონია გაიმართა by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი