GE

ქართულის ეროვნულ გამოცდაზე მოსული დავალების ფოტოსურათის გავრცელების შემთხვევას სამართალდამცველები იძიებენ

2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პროცესში ერთ-ერთი დავალების ამსახველი ფოტოსურათის ინტერნეტში გავრცელების ფაქტს სამართალდამცველები იძიებენ.

ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიო გორგოძემ EDU.ARIS.GE-ს მიერ დასმული კითხვის პასუხად ქუთაისში განაცხადა, სადაც საგამოცდო ცენტრში სტუმრად იმყოფებოდა.

2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველი დღის ბოლოს, სოციალურ ქსელში, ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტის ერთ-ერთი დავალების ფოტოსურათი გავრცელდა. მასზე დატანილი ტექსტი ნამდვილად შეესაბამება იმ სესიის საკითხს, რომელიც აბიტურიენტებს ჰქონდათ მოცემული.

როგორც სოფიო გორგოძე განმარტავს, ქართული ენის გამოცდის ფოტო არ არ გადაუღია იმ აბიტურიენტს, რომელიც მოგვიანებით გამოცდიდან ტელეფონის შეტანის გამო მოიხსნა.

„ჩემი ინფორმაციით, ის, ვინც უკვე მოიხსნა გამოცდიდან ტელეფონის შეტანის გამო, მათი გადაღებული არ იქნება, გვაქვს ჩანაწერები, რომლებიც ვნახეთ. რაც შეეხება კონკრეტულ შემთხვევას, ეს გადაეცა სამართალდამცველებს და ისინი იძიებენ. შესაბამისად, ამ ეტაპზე ჩვენი კომპეტენციის ფარგლებს გასცდა ამ საკითხის გამოძიება“, – განუცხადა EDU.ARIS.GE-ს გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელმა.

სოფიო გორგოძემ შემთხვევების სტატისტიკაზეც ისაუბრა და კიდევ ერთხელ თქვა, რომ ეროვნულ გამოცდებზე წელს მობილური ტელეფონის შეტანის 2 ფაქტი აღმოაჩინეს:

„წელს აბიტურიენტების გამოცხადების მაჩვენებელი დაახლოებით 95%-ია. პედაგოგების კი 85%. გამოცდაზე დაგვიანების და მოხსნის ფაქტები წელსაც არის. დაფიქსირდა მოხსნის 9 შემთხვევა. მათ შორის ოთხს დამხმარე მასალა აღმოაჩნდა, ორმა კი მობილური ტელეფონი შეიტანა.
ასევე, აბიტურიენტი სხვა პირის ნაცვლად ცდილობდა ტესტის შესრულებას“, – განაცხადა სოფიო გორგოძემ.

როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა სოფიო გორგოძემ პროცესს ქუთაისის №17 საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში განაცხადა წელს გამოცდებზე რეგისტიტებული აბიტურიენტების 95 % გამოცხადდა. დაფიქსირდა გამოცდიდან მოხსნის 9 შემთხვევა.

ასევე იხილეთ:

„ფაქტია, გამოცდაზე შესაძლებელია ელექტრონული მოწყობილობის გამოყენება ისე, რომ აბიტურიენტები ვერ გამოიჭირონ“

სოფო გორგოძე: ერთი ოჯახის წევრი გამოცდაზე მეორის ნაცვლად შეღწევას ცდილობდა

აბიტურიენტი, რომელმაც საგამოცდო სექტორში ტელეფონი შეიტანა, გამოცდიდან მოიხსნა

მოამზადა ჟუკა ბანძელაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური