GE

ქართულის გამოცდის მეორე სესიაზე აბიტურიენტები გალაკტიონის წიგნებით გამოცხადდნენ – ,,ვიმეორებთ”

გორში, ქართული ენისა და ლიტერატურის ეროვნული გამოცდის მეორე სესიაზე აბიტურიენტების ნაწილი გალაკტიონ ტაბიძის წიგნებით მივიდა.

როგორც მათ EDU.ARIS.GE-ს უთხრეს, საგამოცდო ცენტრთან წიგნების მიტანა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც ცნობილი გახდა, რომ პირველ სესიაზე ტექსტის ანალიზში გალაკტიონის ,,მთაწმინდის მთვარე” მოვიდა.

,,ვფიქრობთ, საკითხი განმეოდება და ვიმეორებთ. კარგი იქნებოდა შიგნით შეტანის უფლებას რომ გვაძლევდნენ”, – ამბობენ აბიტურიენტები.

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

მოამზადა ნიკა გაბლიშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური