GE

ქობულეთში მასწავლებელმა მოსწავლეზე ფიზიკური ძალადობის გამო სკოლა დატოვა

ქობულეთის მეორე საჯარო სკოლის ქართული ენის მასწავლებელი მოსწავლეზე ფიზიკური ძალადობის გამო სკოლიდან დაითხოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია, TV25 ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ქობულეთის მეორე საჯაროს კოლაში მასწავლებელმა მოსწავლეზე ფიზიკურად იძალადა, აღნიშნული ფაქტი მოსწავლეებმა ტელეფონით გადაიღეს და სოციალურ ქსელში გაავრცელეს.

როგორც სკოლის დირექტორი, ნანი ცივაძე ადგილობრივ მედიასთან ამბობს, ქართული ენის პედაგოგმა სკოლიდან წასვლის განცხადება აუკვე დაწერა.

როგორც TV25 წერს, ეს უკვე მეორე მასწავლებელია, რომელმაც ბავშვზე ძალადობის გამო აღნიშნული სკოლა დატოვა. პირველი შემთხვევა მიმდინარე წლის მაისში მოხდა, როცა მუსიკის მასწავლებელმა მოსწავლეებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. აღნიშნულ შემთხვევაშიც მოსწავლეებმა ძალადობის ფაქტი ტელეფონით გადაიღეს და მაშინაც, მუსიკის მასწავლებელმა სკოლა დისციპლინური საბჭოს მხრიდან მოკვლევის დაწყებისთანავე დატოვა.

წყარო: ტვ25

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური