GE

ქუთაისის უნივერსიტეტი საქართველოს კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციის წევრი გახდა

2018 წლის 1-ლ თებერვალს ქუთაისის უნივერსიტეტი საქართველოს კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციის წევრი გახდა.

კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაცია (APU), რომელიც სამი უნივერსიტეტის (საქართველოს უნივერსიტეტი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი) ინიციატივით 2017 წლის 25 ოქტომბერს დაფუძნდა არის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლის მთავარი მიზანი თავისუფალი აკადემიის მხარდაჭერაა.

APU-ს სლოგანია: ,,გაერთიანება თავისუფალი აკადემიისთვის“, ხოლო მისია მისაღებია მისი წევრი ყველა უნივერსიტეტისათვის: უმაღლესი განათლების სფეროში კერძო სექტორის ხელშეწყობის, შიდა რესურსების კოოპერირების, საუკეთესო გამოცდილების პოპულარიზაციის, საერთაშორისო ინტეგრირების, ახალი ცოდნის გენერირების, კვლევების მატერიალიზაციისა და სასწავლო პროცესში უახლესი ტექნოლოგიების დანერგვის, კერძო ინიციატივების წახალისების გზით სამოქალაქო საზოგადოების სამსახურში მყოფი თავისუფლი აკადემიის მხარდაჭერა.

ქუთაისის უნივერსიტეტის ინფორმაციით, აღნიშნულ ასოციაციას გააჩნია პერსპექტიული და ეფექტური სამომავლო გეგმა, რომელიც ითვალისწინებს მისი წევრი უნივერსიტეტებისათვის მრავალმხრივ, ფართომაშტაბიან დახმარებასა და კონსულტაციებს სხვადასხვა მიმართულებით.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური