ქუთაისში 1 აბიტურიენტი დაგვიანების გამო გამოცდიდან მოიხსნა – „სამარშრუტომ გამომასწრო”

ქუთაისის პირველი კლასიკური გიმნაზიის შენობაში გახსნილი საგამოცდო ცენტრიდან ერთი აბიტურიენტი დაგვიანების გამო მოიხსნა.
როგორც აბიტურიენტმა EDU.ARIS.GE–სთან განაცხადა, რომ ის ზესტაფონიდან მოდიოდა, სამარშრუტო ტაქსმა გამოასწრო და ამიტომაც დააგვიანდა.
საგამოცდო ცენტრის წარმომადგენელმა ზეინაბ ხაჩიძემ განმარტა, რომ მიუხედავად 2-წუთიანი დაგვიანებისა, რეგისტრაცია 8 საათიდან იყო გამოცხადებული, ამიტომ მას სამწუხაროდ გამოცდაზე ვეღარ დაუშვებდნენ.
შეგახსენებთ, რომ წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 38 000-მდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა. არჩევითი საგნებიდან კი ყველზე მეტი აპლიკანტი გეოგრაფიას, ისტორიას და მათემატიკას აბარებს. 2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები თბილისის მასშტაბით 9 საგამოცდო ცენტრში ტარდება. ხოლო ქვეყნის მასშტაბით სულ 22 ცენტრი გაიხსნება. აბიტურიენტები, მასწავლებლები, მასწავლებლობის მსურველები, სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მონაწილეები და მაგისტრობის მსურველები გამოცდებს 26 ივლისს დაასრულებენ.
2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგში ცვლილება შევიდა – ახალი განრიგი!
განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ
მოამზადა თამთა ვირსალაძემ
-
რა ოდენობის პრემია გაიცა ბიუჯეტიდან 2024 წელს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთვის – აუდიტის მონაცემები by ARIS.GE-განათლება 9 აპრილი, 2025
-
„ჩემი მისიაა, სკოლა გახდეს ემოციური კეთილდღეობისა და ჰარმონიული განვითარების ადგილი“ გიმნაზია – AIA GESS-ის დირექტორი by ARIS.GE-განათლება 9 აპრილი, 2025
-
რას გვასწავლის 9 აპრილი – პედაგოგი ცხრა აპრილის ტრაგედიის 36-ე წლისთავზე წერს by ARIS.GE-განათლება 9 აპრილი, 2025