2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგში ცვლილება შევიდა – ახალი განრიგი!

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით, 2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგში ცვლილება შევიდა.
ცვლილების მიხედვით, ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდებით დაიწყება, თუმცა ის ორი სესიის ნაცვლად მხოლოდ პირველ სესიებზე 4 დღის განმავლობაში ჩატარდება. ასევე ცვლილება შევიდა ზოგადი უნარების გამოცდების ჩატარების თარიღებშიც.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განმარტებით, ქართული ენისა და ლიტერატურის 2 და 3 ივლისისათვის დაგეგმილი მეორე სესია ჩატარდება შესაბამისად 4 და 5 ივლისს, დილით. ანუ, აბიტურიენტები, რომლებიც ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე უნდა გამოცხადებულიყვნენ 2 ივლისს, 14:00 საათზე, ამ გამოცდას ჩააბარებენ იმავე საგამოცდო ცენტრში, 4 ივლისს, 08:00 საათზე (სესიისათვის რეგისტრაცია დაიწყება 08:00 საათზე, გამოცდა – 09:00 საათზე).
იხილეთ აბიტურიენტების საგამოცდო ცენტრში გამოცხადების შეცვლილი დროების ცხრილი:
5 ივლისის ზოგადი უნარების გამოცდის პირველი და მეორე სესია ჩატარდება 7 ივლისს, ანალოგიური თანმიმდევრობით. ანუ, თუ აბიტურიენტი განაწილებული იყო 5 ივლისს 08:00 საათზე, იგი ზოგადი უნარების გამოცდას 7 ივლისს, 08:00 საათზე ჩააბარებს (სესიისათვის რეგისტრაცია დაიწყება 08:00 საათზე, გამოცდა – 09:00 საათზე), ხოლო თუ აბიტურიენტი განაწილებული იყო 5 ივლისს 14:00 საათზე, იგი გამოცდას ჩააბარებს 7 ივლისს 14:00 საათზე (სესიისათვის რეგისტრაცია დაიწყება 14:00 საათზე, გამოცდა 15:00 საათზე).
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მათ, ვისაც ზოგადი უნარების გამოცდა 6 ივლისს უტარდებოდათ, განრიგი არ ეცვლებათ, ანუ საგამოცდო ბარათზე მითითებულ რიცხვში და დროს გამოცხადდებიან საგამოცდო ცენტრში.
იმის გათვალისწინებით, რომ აბიტურიენტების უმეტესობას უკვე ამობეჭდილი აქვს საგამოცდო ბარათი, აბიტურიენტის გვერდზე განთავსებულ ელექტრონულ ბარათში ცვლილებები აღარ შევა. აბიტურიენტი გამოცდაზე პირადობის მოწმობითა და საგამოცდო ბარათით უნდა გამოცხადდეს.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განმარტებით, აღნიშნული ცვლილება უახლოეს დღეებში (2 დ 3 ივლისს) მოსალოდნელ განსაკუთრებით ცხელ დღეებს უკავშირდება.
საგამოცდო ცენტრები გამაგრილებელი საშუალებებით აღიჭურვება – დეტალები პროცესის შესახებ
-
განათლების მინისტრს ზოგადი განათლების ახალი ხედვა აქვს – რა შეიცვლება მიმართულებაში by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 17 აპრილი, 2025
-
განათლების სამინისტრო 2025-2027 წლების სამოქმედო გეგმის პირველად პროექტს აქვეყნებს – დოკუმენტი და საჯარო განხილვების ვადა by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 3 აპრილი, 2025
-
ხანძრის შედეგად დაზიანებული სკოლის მოსწავლეები და პერსონალი სასწავლო პროცესს სურამის N2 საჯარო სკოლაში აგრძელებენ by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 31 მარტი, 2025