GE

რა აინტერესებთ აბიტურიენტებს – კითხვები, რომლებიც ყოველ წელს მეორდება

მეთორმეტე კლასელებისთვის სააბიტურიენტო წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მათს ცხოვრებაში დგება ის მნიშვნელოვანი ეტაპი, რომლსაც მომავალი პროფესიისთვის მზადება ჰქვია. ამ სამზადისში კი ხშირად შეხვდებით დაბნეულ თუ ორგანიზებულ აბიტურიენტებს. სოციალურ ქსელშიც ნახავთ მათ მიერ გაზიარებულ სახალისო ფოტოებს, აღელვებისგან თუ დაბნეულობისგან ხშირად დასმულ კითხვებსა და ფრაზებს. მათი ნაწილი ერთ–ერთმა ყოფილმა აბიტურიენტმა შეკრიბა:

გთავაზობთ სოციალურ ქსელში აბიტურიენტების მიერ ყველაზე ხშირად გამოყენებულ ფრაზებს, რომელიც ყოველ წელს მეორდება:

  • კაი უნარების მასწს ვერ მირჩევთ?
  • ისტორიის საატეტატოსი მეშინია კონსპექტები ჩამიგდეთ.
  • რეგისტაცია როდის იწყება?
  • თსუ VS ილია?
  • რეგისტრაცია დამთავრდაა? – აუუ
  • გამოცდები როდიდან იწყება?
  • ვინც გამოხვედით რა კითხვები შეგხვდათ?
  • ქულები როდის დაიდება?
  • ყველა ერთად ნუ შედიხართ ჭედავს.
  • უნარებში 8 ქულა მივიღე და მაქვს შანსი? 
  • ჩარიცხვები როდის დაიდება?
  • რჩევები აბიტურიენტებს სტუდენტებისგან.

ყველა აბიტურიენტს აქვს საშუალება მიიღოს სასურველ კითხვაზე პასუხი – EDU.ARIS.GE-ს სპეციალურად მათთვის განკუთვნილი რუბრიკაც აქვს ვებ–გვერდზე: ჰკითხე ედუს.

გისურვებთ წარმატებებს მომზადებისა და მეცადინეობის პროცესში და თუ კითხვები დაგიგროვდებათ, იპოვეთ ჩვენს განყოფილებაში მასზე პასუხი, ან ჰკითხე ედუს.

საინტერესო რჩევები აბიტურიენტებისთვის

ავტორი ოთო გიორგაძე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური