GE

რა დაავალა საქალაქო სასამართლომ გამოცდების ცენტრს – განჩინება, რომლის შეუსრულებლობის მიზეზით აბიტურიენტის დედა შიმშილობს

2023 წლის აბიტურიენტის დედამ, ინგა ბაშიროვმა პროტესტის უკიდურეს ფორმას – შიმშილობას მას შემდეგ მიმართა, რაც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა, მისი შვილისთვის გამოცდის დამატებითი სესიის დანიშვნაზე, სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, უარი განაცხადა.

ინგა ბაშიროვი ამბობს, რომ იშიმშილებს მანამ, სანამ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი, სოფიო გორგოძე თანამდებობას არ დატოვებს.

EDU.ARIS.GE– გთავაზობთ საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლის დროებით განჩინებას, რომლითაც სასამართლომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება დაავალა:

საკითხზე პასუხი აქვს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრსაც და საკუთარ უარს ასე განმარტავს: “საგამოცდო პროცესი დასრულებულია, ჩატარებულია ყველა დამატებითი გამოცდაც იმ აბიტურიენტებისათვის, რომლებიც აკმაყოფილებდნენ ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს. ცენტრმა უკვე დაიწყო პირველადი შედეგების გამოცხადება. გამოცდების და დამატებითი სესიების დასრულების შემდეგ ცენტრში წარმოდგენილი იქნა სასამართლოს დროებითი განჩინება, რომლითაც ცენტრს დაევალა ერთ-ერთი აბიტურიენტის დაშვება დამატებით გამოცდაზე. შეუძლებელია აბიტურიენტის დაშვება იმ გამოცდაზე, რომელიც უკვე ჩატარებულია. ცენტრმა განჩინება გაასაჩივრა კანონმდებლობით დადგენილი წესით.”.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური