GE

რა ღონისძიებები მოეწყობა 26 მაისს განათლების მიმართულებით

26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის 100 წლის თავს ზეიმობს.

საგანმანათლებლო ღონისძიებები 26 მაისს, დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში წარმოდგენილი იქნება საქართველოს სამ ქალაქში – თბილისში, ამბროლაურსა დაფოთში.

წარმოგიდგენთ ღონისძიებათა ნუსხას:

თბილისი, რუსთაველის გამზირი № 10 (პირველი კლასიკური გიმნაზიის წინ)

ხანგრძლივობა 10:00-19:00

საბიბლიოთეკო სივრცე რუსთაველის გამზირზე, ვიზუალურად გაცოცხლებული 100 წლის წინანდელი ეპოქა;

საზეიმოდ მორთული ისტორიულ-შემეცნებითი და საგანმანათლებლო სივრცეები შესაბამისი კონსტრუქციებით და სტენდებით;

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაფუძნების ამსახველი დოკუმენტები/ფოტომასალის გამოფენა;

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ვორქშოფი ბავშვებისათვის: წიგნის/ხელნაწერის აკინძვის ტექნიკა და ეტრატის დაძველება;

კალიგრაფისტების და ბავშვების ერთობლივი აქტივობა: სუვენირების ინიციალებით მოხატვა;

თსუ-ს ლექციები ახალგაზრდებისთვის;

გამოფენით, შემეცნებით-საგანმანათლებლო თამაშებით და ვიქტორინით განვლილი 100 წლის მნიშვნელოვანი მოვლენების გაცოცხლება;

STEM-ის (ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის, გეოგრაფიის, ინფორმაციული ტექნოლოგიების) მიმართულებით სამეცნიერო ცდების საშუალებით საუკუნის მიღწევების წარმოჩენა;

წამახალისებელი აქტივობები ბავშვებისათვის.

ამბროლაური, თამარ მეფის №1, ცენტრალური მოედანი

ხანგრძლივობა 12:00-21:00

უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების შემეცნებით-გასართობ პროგრამა: სამეცნიერო შოუ, სახალისო ცდები, შემეცნებითი თამაშები, კონკურსები და სხვა;

საბავშვო აქტივობები: ნიღბების თეატრი, ილუზიონისტების შოუ, ანიმაციური შოუ;

კონცერტი ადგილობრივი შემსრულებლების, უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების სტუდენტების მონაწილეობით; დასკვნით ნაწილში – ნიაზ დიასამიძე ჯგუფ „33ა-სთან“ ერთად;

საავიაციო შოუ;

სანახაობრივი შოუ: ფოიერვერკი ფერადი ფანტელებისა და ბუშტების თანხლებით.

ფოთი, ცენტრალური პარკი

ხანგრძლივობა 10:00-19:00

პროფესიული კოლეჯები გამოფენენ საკუთარ ნაკეთობებს, სხვადასხვა ტიპის პროდუქციას. ღონისძიებაში მონაწილეობას 10 პროფესიული კოლეჯი მიიღებს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური