რა პასუხისმგებლობა ეკისრება აბიტურიენტს რეგისტრაციის შემდეგ და რა დოკუმენტის გარეშე ვერ წარადგენთ საჩივარს NAEC-ში
2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია 3 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება და აბიტურიენტებმა, გარდა გამოცდის ჩასაბარებლად შერჩეული საგანთა ჩამონათვალისა, კარგად უნდა გაიაზრონ რეგისტრაციის სხვა საინტერესო დეტალებიც.
ყოველწლიურად, ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმდინარეობისას, აბიტურიენტების ნაწილი ხშირად ჩივის, რომ რეგისტრაციის დროს მათ სხვა ქალაქი მიუთითეს და გამოცდის სხვაგან აღმოჩნდნენ განაწილებული. აპლიკანტები ამაში შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს ადანაშაულებენ ხოლმე და ამტკიცებენ, რომ მათ შეცდომა არ დაუშვიათ. იმისთვის კი, რომ გამოცდების ცენტრი თავიანთ სიმართლეში დაარწმუნონ, ცნობარით განსაზღვრული კონკრეტული წესი დაეხმარებათ და ამიტომ, მისი გათვალისწინება და დოკუმენტის ფორმით ამობეჭდვა ნებისმიერი აბიტურიენტისთვის ერთგვარი დაზღვევა იქნება.
აი, რას გულისხმობს ეს “დაზღვევა”:
აბიტურიენტის ცნობარში განმარტებულია, რომ რეგისტრაციის წარმატებით დასრულების შემთხვევაში აბიტურიენტის სარეგისტრაციო გვერდზე გამოჩნდება მის მიერ შევსებული მონაცემები (საგანთა ჩამონათვალი, საგამოცდო ცენტრის ადგილმდებარეობა (ქალაქი) და არჩეული საგანმანათლებლო პროგრამები), რომელთა დამახსოვრებაც შენახვის ღილაკის გამოყენებით აუცილებელია.
რეგისტრაციის დამადასტურებელი საბოლოო დოკუმენტის შენახვა/ამობეჭდვა აუცილებელია იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტთ გაასაჩივროთ რომელიმე სარეგისტრაციო პროცედურა. ამ დოკუმენტის წარდგენის გარეშე რეგისტრაციასთან ან სარეგისტრაციო მონაცემების ცვლილებასთან დაკავშირებულ საჩივარს ცენტრი არ განიხილავს.
“არ გაანდოთ სხვას პაროლი (ხუთნიშნა კოდი). მხოლოდ თქვენ ხართ პასუხისმგებელი სარეგისტრაციო განაცხადში მითითებული მონაცემების სისწორესა და მასში შემდგომ შეტანილ ცვლილებებზე”, – განმარტავს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი.
ასევე იხილეთ:
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
-
პრემიერ-მინისტრის 3 განცხადება სხვადასხვა შინაარსით – შემცირდება, იგივე დარჩება თუ გაიზრდება სტუდენტთა საერთო რაოდენობა?
by ARIS.GE-განათლება
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება
-
სია გაიზარდა – განათლების სფეროს ამ წარმომადგენლებს შეუძლიათ შეითავსონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო სამსახურში
by ARIS.GE-განათლება