GE

რა სამსახურებისგან შედგება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ახალი დებულებით

ახალი დებულების დამტკიცების საფუძველზე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სისტემა მოიცავს: სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებს; ტერიტორიულ ორგანოებს – საგანმანათლებლო რესურსცენტრებს; სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირებს;

ასევე, სამინისტროს წარდგინებით, საქართველოს მთავრობის მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, საქართველოს მთავრობის მიერ დაფუძნებულ სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებს, სამინისტროს მიერ/მონაწილეობით დაფუძნებულ პროფესიულ საგანმანათლებლო და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს.

სამინისტროს პირველადი სტრუქტურული ერთეულები:

ა) ადმინისტრაცია (დეპარტამენტი);

ბ) ინსპექტირების სამსახური;

გ) იურიდიული დეპარტამენტი;

დ) სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტი;

ე) შიდა აუდიტის დეპარტამენტი;

ვ) ეკონომიკური დეპარტამენტი;

ზ) საბუღალტრო აღრიცხვისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტი;

თ) სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტი;

ი) საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი;

კ) სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტი;

ლ) პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტი;

მ) უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტი;

ნ) ახალგაზრდობის პოლიტიკის მართვის დეპარტამენტი;

ო) სპორტის განვითარების დეპარტამენტი;

პ) კულტურის დეპარტამენტი.

სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირები:

ა) შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი;

ბ) განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი;

გ) საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო;

დ) მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი;

ე) საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური;

ვ) განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა;

ზ) შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი;

თ) ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა;

ი) განათლების საერთაშორისო ცენტრი;

კ) საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო;

ლ) საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი;

მ) პროფესიული სახელმწიფო თეატრები;

ნ) მუსიკალური ცენტრები, კამერული ორკესტრი, ქალთა კამერული გუნდი, ფოლკლორული ანსამბლები, ფოლკლორის ცენტრი;

ო) მუზეუმები;

პ) სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებები;

ჟ) შემოქმედებითი საქართველო;

რ) ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი;

ს) მწერალთა სახლი;

ტ) გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების, ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი;

უ) ქ. გორის ს. ცინცაძის სახელობის სამუსიკო საზოგადოებრივი კოლეჯი;

ფ) ჩერქეზული (ადიღეური) კულტურის ცენტრი;

ქ) ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი;

ღ) ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი;

ყ) საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო საზოგადოებრივი კოლეჯი;

შ) საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრი.

სამინისტროს სისტემაში/მმართველობის სფეროში შემავალი/მოქმედი სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები:

ა) შპს „სპორტმშენსერვისი“;

ბ) ა(ა)იპ – ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი;

გ) ა(ა)იპ – თანამედროვე თეატრალური ხელოვნების განვითარების ცენტრი.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური