GE

რა შეცდომებს უშვებენ აბიტურიენტები ყველაზე ხშირად მათემატიკის გამოცდის ტესტზე მუშაობისას – მაგალითები ნაშრომებიდან

2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ერთ-ერთი ძირითადი საგანი ტექნიკური მიმართულების პროგრამისთვის აბიტურიენტებისთვის მათემატიკა იყო.

გამოცდა ორ სესიად ჩატარდა და აბიტურიენტების დიდი უმრავლესობა მის სირთულეზე საუბრობდა. არკვევდნენ რა ჩაითვლებოდა შესრულებულ დავალებად და რაში დააკლებდნენ ქულას გამსწორებლები.

EDU.ARIS.GE გთავაზობთ მათემატიკის გამოცდაზე აბიტურიენტთა მიერ დაშვებულ ტიპურ შეცდომებსა და განმარტებას თითოეულზე.

შეცდომების საილუსტრაციოდ აქ წარმოდგენილია მაგალითები აბიტურიენტთა სხვადასხვა წლის ნაშრომებიდან.

1. აბიტურიენტმა ვერ გაიგო ამოცანის პირობა. შედეგად აბიტურიენტი ამოცანას ხსნის სხვა
პირობებში ან პოულობს სხვა სიდიდეს და არა იმას, რაც მოთხოვნილი იყო ამოცანის პირობით.
ამოცანის პირობის თანახმად, მასში მოცემული სამი რიცხვიდან მესამე რიცხვი 30-ით მეტია
მეორეზე და არა პირველზე, როგორც ქვემოთ მოყვანილი ამოხსნის ავტორი ფიქრობს.

2. საგამოცდო ნაწერი ან ნახაზი იმდენად ცუდად არის შესრულებული, რომ მათი გაგება შეუძლებელია. საგამოცდო დავალების თანმხლებ ინსტრუქციაში პირდაპირ არის მითითებული, რომ 31-40 დავალებებში, სადაც მოითხოვება ამოცანის ამოხსნის დემონსტრირება, აბიტურიენტის ჩანაწერში მკაფიოდ უნდა ჩანდეს ამოცანის ამოხსნის გზა.

აბიტურიენტების ნაშრომების ანალიზმა აჩვენა, რომ სკოლის მოსწავლეები ცუდად ფლობენ
გეომეტრიული ნახაზის აგების უნარს. ეს განსაკუთრებით ეხება სტერეომეტრიულ ნახაზებს.
ქვემოთ მოყვანილი „ნახაზები“ საგამოცდო ნაშრომებიდან ამ სამწუხარო ფაქტის ნათელი
დადასტურებაა.

აი, სტერეომეტრიული ნახაზის აგების რამდენიმე მცდელობა:

3. ამოცანის ამოხსნისას გამოტოვებულია ამოხსნის გარკვეული ეტაპი და ყოველგვარი
დასაბუთების გარეშე დაწერილია საძიებელი ან საშუალედო სიდიდის მნიშვნელობა.
ქვემოთ მოყვანილ ამოხსნაში აბიტურიენტმა ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ჩათვალა, რომ
ამოცანაში განხილული წრის რადიუსი 3 -ის ტოლია.

ქვემოთ ამ ამოხსნის ავტორი x ცვლადის მნიშვნელობას გამოთვლის გარეშე ღებულობს:

იგივე ამოცანის პასუხი დაწერილია ყოველგვარი დასაბუთების გარეშე:

4. აბიტურიენტი ამოცანის ამოხსნისას აკეთებს დამატებით დაშვებებს, რომლებიც ამოცანის პირობიდან არ გამომდინარეობს. მაგალითად, ერთ-ერთი ამოცანის ქვემოთ მოყვანილ ამოხსნაში აბიტურიენტი გულისხმობს, რომ AM და AC მონაკვეთები ტოლია.

5. მათემატიკური დებულებების არასწორი ცოდნა ან გამოყენება

წრფივი განტოლების ამოხსნისას აბიტურიენტი იყენებს კვადრატული განტოლების ამოხსნის
წესებს.

6. აბიტურიენტი ერთი და იმავე სიმბოლოთი აღნიშნავს სხვადასხვა სიდიდეს. ასეთი შემთხვევის საილუსტრაციოდ მოგვყავს ამოხსნა, რომელშიც ყველა საძიებელი სიდიდე x -ით არის აღნიშნული

და ბოლოს პასუხები:

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური