ბავშვზე ზრუნვისა და ახალგაზრდების მხარდამჭერი 2025 წლის სახელმწიფო პროგრამა დამტკიცდა – ბრძანება
სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამა დამტკიცდა.
ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილი ბრძანებაში, რომელიც 31 დეკემბერს გამოქვეყნდა და 2025 წლის 1-ელ იანვარს ამოქმედდა ვკითხულობთ რას ითვალისწინებს ბავშვზე ზრუნვისა და ახალგაზრდების მხარდაჭერის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამა:
პროგრამის მიზანი
1. პროგრამის მიზანია შშმ ბავშვთა, ოჯახურ მზრუნველობას მოკლებულ, სოციალურად დაუცველ, მიუსაფარ და მიტოვების რისკის ქვეშ მყოფ ბავშვთა (შემდგომში – მოსარგებლე) უფლებების დაცვის ხელშეწყობა, ფიზიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის გზით, კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების დახმარება, ასევე 18-დან 21 წლამდე სახელმწიფო ზრუნვის მომსახურებებში მცხოვრები ან გასული ახალგაზდების დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის მომზადება/ხელშეწყობა.
2. პროგრამის ამოცანაა „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ დებულებათა გათვალისწინებით უზრუნველყოს შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის მიზნით.
პროგრამის მოსარგებლეები
1. ამ დადგენილებით დამტკიცებული ქვეპროგრამების მოსარგებლეები არიან საქართველოს მოქალაქეები, თუ ცალკეული ქვეპროგრამით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. ქვეპროგრამების მიზნებისათვის საქართველოს მოქალაქეში იგულისხმება საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის (მათ შორის, 18 წლამდე ასაკის ბავშვების შემთხვევაში – პირადი ნომერი ან დაბადების მოწმობა), დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის მქონე მიუსაფარი/ძალადობის მსხვერპლი ბავშვები, პირადობის ნეიტრალური მოწმობის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირები, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები, საქართველოში თავშესაფრის მაძიებელი პირები, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები. „მინდობით აღზრდის ქვეპროგრამის“, „მცირე საოჯახო ტიპის სახლებში მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამისა“ და „მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის“ მოსარგებლეები ასევე არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
3. პროგრამით გათვალისწინებული ქვეპროგრამები (კომპონენტები)
1. პროგრამა მოიცავს, როგორც პრევენციულ ისე მხარდაჭერით ქვეპროგრამებს, რომელთა განხორციელებისას გათვალისწინებულია ბავშვის საუკეთესო ინტერესი.
2. პროგრამით, რომლის ბიუჯეტი შეადგენს 66 900 000 ლარს, გათვალისწინებული ქვეპროგრამებია (კომპონენტებია):
იხილეთ 2 დეტალური დანართი:
ბავშვზე ზრუნვისა და ახალგაზრდების მხარდაჭერის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამა
- „განათლება თავისუფლებაა“ – ქართულ განათლებაში არის თავისუფლება? – მენტორი მასწავლებელი 2024 წლის ფაქტებზე by განათლებული ბლოგი
- რომელ სტუდენტებს დაეხმარება ფინანსურად გორის მერია 2025 წელს – ბიუჯეტი დამტკიცდა by ARIS.GE-განათლება
- „რა გითხრათ, რით გაგახაროთ?“ – ანუ როგორ (ვერ) ვიზეიმეთ მასწავლებლებმა ახალი წელი ივლისში by განათლებული ბლოგი