ახლებურად განისაზღვრა ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივის შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის კოეფიციენტები
2025 წლის პირველი იანვრიდან ძალაში შევიდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის დადგენილება, რომელიც „ზოგადი განათლების დასაფინანსებლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ მთავრობის დადგენილებაში ცვლილებას გულისხმობს.
ახალი დადგენილებით ახლებურად განისაზღვრა ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივის შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის კოეფიციენტები:
ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივის შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის კოეფიციენტები განისაზღვრება:
პირველიდან მე-8 კლასის ჩათვლით:
ა.ა) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 170-იდან 205 მოსწავლის ჩათვლით – 1.35-ით;
ა.ა1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 170-იდან 205 მოსწავლის ჩათვლით – 2.20-ით;
ა.ბ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 206-იდან 299 მოსწავლის ჩათვლით – 1.25-ით;
ა.ბ1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 206-იდან 299 მოსწავლის ჩათვლით – 2.05-ით;
ა.გ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 300-იდან 530 მოსწავლის ჩათვლით – 0.95-ით;
ა.გ1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 300-იდან 530 მოსწავლის ჩათვლით – 1.50-ით;
ა.დ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 531-იდან 735 მოსწავლის ჩათვლით – 0.85-ით;
ა.დ1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 531-იდან 735 მოსწავლის ჩათვლით – 1.40-ით;
ა.ე) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 736-იდან 1269 მოსწავლის ჩათვლით – 0.75-ით;
ა.ე1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 736-იდან 1269 მოსწავლის ჩათვლით – 1.20-ით;
ა.ვ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა აღემატება 1269 მოსწავლეს – 0.70-ით;
ა.ვ1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა აღემატება 1269 მოსწავლეს – 1.05-ით;
საჯარო სკოლის მე-9-დან მე-12 კლასის ჩათვლით:
ბ.ა) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 170-იდან 205 მოსწავლის ჩათვლით – 1.45-ით;
ბ.ა1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 170-იდან 205 მოსწავლის ჩათვლით – 2.40-ით;
ბ.ბ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 206-იდან 299 მოსწავლის ჩათვლით – 1.35-ით;
ბ.ბ1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 206-იდან 299 მოსწავლის ჩათვლით – 2.25-ით;
ბ.გ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 300-იდან 530 მოსწავლის ჩათვლით – 1.05-ით;
ბ.გ1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 300-იდან 530 მოსწავლის ჩათვლით – 1.70-ით;
ბ.დ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 531-იდან 735 მოსწავლის ჩათვლით – 0.95-ით;
ბ.დ1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 531-იდან 735 მოსწავლის ჩათვლით – 1.60-ით;
ბ.ე) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 736-იდან 1269 მოსწავლის ჩათვლით – 0.85-ით;
ბ.ე1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 736-იდან 1269 მოსწავლის ჩათვლით – 1.40-ით;
ბ.ვ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა აღემატება 1269 მოსწავლეს – 0.80-ით;
ბ.ვ1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა აღემატება 1269 მოსწავლეს – 1.25-ით.
4. ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივის შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერი განისაზღვროს ერთ მოსწავლეზე გათვლილი საბაზო ფინანსური ნორმატივისა და შესაბამისი კოეფიციენტის ნამრავლით და დამტკიცდეს შემდეგი ოდენობით:
საჯარო სკოლებისათვის პირველიდან მე-8 კლასის ჩათვლით:
ა.ა) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 170-იდან 205 მოსწავლის ჩათვლით – 405 ლარით;
ა.ა1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 170-იდან 205 მოსწავლის ჩათვლით – 660 ლარით;
ა.ბ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 206-იდან 299 მოსწავლის ჩათვლით – 375 ლარით;
ა.ბ1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 206-იდან 299 მოსწავლის ჩათვლით – 615 ლარით;
ა.გ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 300-იდან 530 მოსწავლის ჩათვლით – 285 ლარით;
ა.გ1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 300-იდან 530 მოსწავლის ჩათვლით – 450 ლარით;
ა.დ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 531-იდან 735 მოსწავლის ჩათვლით – 255 ლარით;
ა.დ1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 531-იდან 735 მოსწავლის ჩათვლით – 420 ლარით;
ა.ე) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 736-იდან 1269 მოსწავლის ჩათვლით – 225 ლარით;
ა.ე1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 736-იდან 1269 მოსწავლის ჩათვლით – 360 ლარით;
ა.ვ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა აღემატება 1269 მოსწავლეს – 210 ლარით;
ა.ვ1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა აღემატება 1269 მოსწავლეს – 315 ლარით;
საჯარო სკოლების მე-9-დან მე-12 კლასის ჩათვლით:
ბ.ა) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 170-იდან 205 მოსწავლის ჩათვლით – 435 ლარით;
ბ.ა1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 170-იდან 205 მოსწავლის ჩათვლით – 720 ლარით;
ბ.ბ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 206-იდან 299 მოსწავლის ჩათვლით – 405 ლარით;
ბ.ბ1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 206-იდან 299 მოსწავლის ჩათვლით – 675 ლარით;
ბ.გ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 300-იდან 530 მოსწავლის ჩათვლით – 315 ლარით;
ბ.გ1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 300-იდან 530 მოსწავლის ჩათვლით – 510 ლარით;
ბ.დ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 531-იდან 735 მოსწავლის ჩათვლით – 285 ლარით;
ბ.დ1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 531-იდან 735 მოსწავლის ჩათვლით – 480 ლარით;
ბ.ე) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 736-იდან 1269 მოსწავლის ჩათვლით – 255 ლარით;
ბ.ე1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 736-იდან 1269 მოსწავლის ჩათვლით – 420 ლარით;
ბ.ვ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა აღემატება 1269 მოსწავლეს – 240 ლარით;
ბ.ვ1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა აღემატება 1269 მოსწავლეს – 375 ლარით“.
ასევე იხილეთ:
- „განათლება თავისუფლებაა“ – ქართულ განათლებაში არის თავისუფლება? – მენტორი მასწავლებელი 2024 წლის ფაქტებზე by განათლებული ბლოგი
- რომელ სტუდენტებს დაეხმარება ფინანსურად გორის მერია 2025 წელს – ბიუჯეტი დამტკიცდა by ARIS.GE-განათლება
- „რა გითხრათ, რით გაგახაროთ?“ – ანუ როგორ (ვერ) ვიზეიმეთ მასწავლებლებმა ახალი წელი ივლისში by განათლებული ბლოგი