სკოლებს, სადაც ექიმის ხელფასი 800, ხოლო ექთანის 650 ლარი იქნება, განათლების სამინისტრო განსაზღვრავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ხელმოწერილი ახალი დადგენილებით, რომელიც ძალაში 2025 წლის პირველი იანვრიდან შევიდა, გარდა ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივის შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის კოეფიციენტებისა, შეიცვალა სკოლის სამედიცინო კაბინეტის თანამშრომელთა ანაზღაურების შესახებ საკითხიც.
კერძოდ, დადგინდა რომ:
„საჯარო სკოლის ტერიტორიაზე სამედიცინო კაბინეტის/პუნქტის ფუნქციონირების მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს (შემდგომში − სამინისტრო) მიერ შერჩეულ საჯარო სკოლებს, გათვალისწინებული დაფინანსების გარდა, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით, ყოველთვიურად გამოეყოფათ დამატებითი დაფინანსება საჯარო სკოლის ტერიტორიაზე არსებულ სამედიცინო კაბინეტში/პუნქტში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული თითოეული პირის შრომის ანაზღაურებისათვის, სკოლის ექიმის შემთხვევაში − 800 ლარის, ხოლო სკოლის ექთნის შემთხვევაში − 670 ლარის ოდენობით და „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საპენსიო შენატანისთვის − დასაქმებულზე გასაცემი დასაბეგრი ხელფასის 2 პროცენტის ოდენობით“.
განსაკუთრებით დაინტერესებულთათვის ირაკლი კობახიძის დადგენილება
ასევე იხილეთ:
-
რა ელის სტუდენტს, რომელმაც ერთწლიანი მაგისტრატურა დაასრულა და რამდენიმე წელში დოქტორანტურაზე სწავლა სურს? – სამინისტროს გეგმა
by ARIS.GE-განათლება
-
განათლების სამინისტრო თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიას 100 ათასი ლარით დაეხმარება – მთავრობის განკარგულება
by ARIS.GE-განათლება
-
რა შემთხვევაში გაგიუქმდებათ სარეგისტრაციო განაცხადი – ინფორმაცია 2026 წლის აბიტურიენტებისთვის
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე