GE

რა შემთხვევაში არ ჩაუტარდებათ სკოლისა და ბაღის თანამშრომლებს კორონავირუსზე ტესტირება – ცვლილება

საქართველოს მთავრობამ „კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ განკარგულებაში ცვლილებები შეიტანა, სადაც სკოლის პედაგოგთა და საბავშვო ბაღების პერსონალის ტესტირებასთან დაკავშირებული ჩანაწერი ახალი სახით ჩამოყალიბდა. ამის შესახებ გადაწყვეტილება 17 მაისს მიიღეს და 19 მაისს გამოქვეყნდა.

მაშ ასე, სავალდებულო ტესტირებას ექვემდებარებიან შემდეგნაირი პროცედურის შესაბამისად:

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მომუშავე პირები – ყოველ 14 დღეში ერთხელ დასაქმებულთა მაქსიმალური (100%) მოცვით, მაგრამ არანაკლებ 20%-ისა (ტესტირების 20% უნდა ჩატარდეს პჯრ მეთოდით, ხოლო დარჩენილი 80% – ანტიგენის სწრაფი ტესტით), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შუამდგომლობა ტესტირების განხორციელების შეუძლებლობის შესახებ ან დაწესებულებაში მომუშავე პირები სარგებლობენ დისტანციური სწავლების სრულად ელექტრონული მოდელით;

ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდების ან/და სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელ დაწესებულებებში მომუშავე პირები – ყოველ 14 დღეში ერთხელ, დასაქმებულთა მაქსიმალური (100%) მოცვით, მაგრამ არანაკლებ 20%-ისა (ტესტირების 20% უნდა ჩატარდეს პჯრ მეთოდით, ხოლო დარჩენილი 80% – ანტიგენის სწრაფი ტესტით), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელის ან/და შესაბამის ადმინისტრაციულ ტერიტორიულ ერთეულში სახელმწიფო რწმუნებულის  შუამდგომლობა, ტესტირების განხორციელების შეუძლებლობის შესახებ ან დაწესებულებაში მომუშავე პირები სარგებლობენ დისტანციურად მუშაობის რეჟიმით;“ – ნათქვამია დოკუმენტში,  („კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №975 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე).

„ეს ორი დასკვნა არის ძალიან სოლიდური არგუმენტი იმისთვის, რომ ჩვენც დავიწყოთ ვაქცინაცია მოზარდებში“

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური