რა შემთხვევაშია დასაშვები სკოლაში პარალელური კლასების არსებობა – ცვლილება ესგ-ში
„ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ განათლების მინისტრის ბრძანებაში ცვლილება შევიდა. კერძოდ, განსხვავებულად ჩამოყალიბდა ის მუხლი, რომელიც სკოლაში პარალელური კლასების არსებობას ეხება.
ცვლილების თანახმად, პარალელური კლასების არსებობა დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ თითოეულ პარალელურ კლასში მოსწავლეთა მინიმალური რაოდენობა არის 15. გამონაკლისი მოსწავლეთა მინიმალურ რაოდენობასთან დაკავშირებით დაიშვება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს იმ ტერიტორიულ ორგანოსთან – საგანმანათლებლო რესურსცენტრთან (შემდგომში – რესურსცენტრი) შეთანხმებით, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მდებარეობს საჯარო სკოლა.
ასევე, 2014-2015 სასწავლო წლამდე საჯარო სკოლაში ჩარიცხულ მოსწავლეთათვის კლასში მოსწავლეთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვრება 30 მოსწავლით. მოსწავლეთა მაქსიმალურ რაოდენობასთან დაკავშირებით გამონაკლისი დაიშვება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან წერილობითი შეთანხმებით. თანხმობა გაიცემა ობიექტური გარემოების გათვალისწინებით კონკრეტულ მოსწავლეზე და ვრცელდება ამავე მოსწავლის მიერ ამავე სკოლის მომდევნო კლასში სწავლის გაგრძელებისას. ასეთ შემთხვევაში, მოსწავლეთა მაქსიმალური რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 35-ს. პარალელური კლასების არსებობა დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ თითოეულ პარალელურ კლასში მოსწავლეთა მინიმალური რაოდენობა არის 18; გამონაკლისი მოსწავლეთა მინიმალურ რაოდენობასთან დაკავშირებით დაიშვება იმ რესურსცენტრთან შეთანხმებით, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მდებარეობს საჯარო სკოლა.
-
თბილსისი საზაფხულო ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია იწყება – ვადები და პროცედურა
by ARIS.GE-განათლება
-
„სკოლებში ეროვნული შეფასებების დანერგვის მიზნით, 12 საგანში დავალებები შეიქმნა“ – პრემიერ-მინისტრი ზოგად განათლებაზე
by ARIS.GE-განათლება
-
გამოქვეყნდა მაქსიმალური ქულები და საგამოცდო დრო 2026 წლის ზაფხულის გამოცდების ყველა მონაწილისთვის
by ARIS.GE-განათლება