GE

რა ტიპის სამედიცინო მომსახურება დაუფინანსდებათ პედაგოგებს ულიმიტოდ

ფოტო –
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ითვალისწინებს შემდეგი სახის ქირურგიული მომსახურების დაფინანსებას: გეგმური ინტერვენცია, სასწრაფო დაყოვნებული ინტერვენცია, გადაუდებელი, სასწრაფო დაუყოვნებელი.

რა არის გადაუდებელი ან კრიტიკული მომსახურება?

სიცოცხლის, ორგანოს ან კიდურის გადასარჩენად მიმართული ინტერვენცია ერთდროული რეანიმაციით. ჩარევა იწყება გადაწყვეტილების მიღებიდან რამდენიმე წუთში.

სასწრაფოდ დაუყოვნებელი, მწვავედ დაწყებული ანდა კლინიკურად დაუყოვნებელი სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობის დროს განხორციელებული ინტერვენცია – გადაწყვეტილება მიღებული უნდა იყოს მას შემდეგ რაც პირველი რიგის შემანარჩუნებელი მკურნალობა დასრულებულია.

დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია თუ რომელი პაკეტით სარგებლობს მოსარგებლე.

ჯანდაცვის პროგრამით, გადაუდებელი და სასწრაფო – დაუყოვნებელი ოპერაციები უფინანსდება ყველა მოსარგებლეს, გარდა: 4 000 ლარზე მეტი შემოსავლისა და 2017 წლის იანვრის მდგომარეობით დაზღვეულ პირებს.

თვიური 1 000 ლარზე მეტი და წლიური 40 000 ლარზე ნაკლები შემოსავლის მქონე დაზღვეულებს.

გადაუდებელი და სასწრაფო დაუყოვნებელი ქირურგიული მომსახურების დაფინანსება ულიმიტოა შემდეგი კატეგორიისთვის: 1-დან 6 წლამდე ბავშვებისთვის, შშმ პირებისთვის, სოციალურად დაუცველებისთვის, პედაგოგებისთვის, სახალხო არტისტებისთვის, სახალხო მხატვრებისთვის, რუსთაველის პრემიის ლაურეატებისთვის.

დანარჩენი გადაუდებელი და სასწრაფო დაუყოვნებელი ქირურგიული მომსახურების წლიური ლიმიტი არის 15 000 ლარი ამასთან: საპენსიო ასაკის პირები ფინანსდებიან პროგრამით ასანაზღაურებელი თანხის 90%-ით, სტუდენტები, შშმ პირები – 80%-ით, 0-დან 6 წლამდე ბავშვებს კარდიოქირურგია და ონკოქირურგია 100%-ით უფინანსდებათ, სხვა სახის ქირურგია 80%-ით. თვიური 1 000 ლარზე მეტი და წლიური 40 000 ლარზე ნაკლები შემოსავლის მქონე დაზღვეული პირები 90%-ით ფინანსდებიან, ყველა სხვა მოსარგებლე პროგრამით ანაზღაურებული თანხის 100%-ით.

წყარო: იმედიTV

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური