GE

რა უნდა იცოდეს სტუდენტმა, რომელიც მობილობით სახელოვნებო ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამებზე გადადის

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა დღეს, 7 თებერვალს, სახელოვნებო-შემოქმედებით ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამებზე მობილობაში მონაწილე სტუდენტების საყურადღებოდ ინფორმაციას აქვეყნებს და მათთვის აუცილებელ პროცედურებსა და დათქმებს განმარტავს.

EMIS-ის ცნობით, სახელოვნებო-შემოქმედებით ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტთა მობილობის წესით ჩარიცხვის მიზნით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ორგანიზებული შიდა კონკურსების (სახელოვნებო შემოქმედებითი/სასპორტო ტური) შედეგები ცნობილია და შედეგებისა და სარეიტინგო ქულების გაგების მიზნით სტუდენტებმა უნდა მიმართონ შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს.

მნიშვნელოვანია, რომ სახელოვნებო-შემოქმედებით ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამებზე მობილობის წესით ჩარიცხვისთვის სტუდენტებს ჩაბარებული უნდა ჰქონდეთ დაწესებულების მიერ ორგანიზებული სახელოვნებო შემოქმედებითი/სასპორტო ტური  და მობილობის პორტალზე (students.emis.ge) დაფიქსირებული უნდა ჰქონდეთ შესაბამისი არჩევანი და გადახდილი უნდა ჰქონდეთ მობილობის საფასური.

“სახელოვნებო-შემოქმედებით ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამაზე მობილობით ჩარიცხვა დამოკიდებულია დაწესებულების მიერ ორგანიზებული შიდა კონკურსის (ტურების) შედეგებზე – გამოცხადებული თავისუფალი ადგილებისა და შიდა კონკურსში მიღებული სარეიტინგო ქულის გათვალისწინებით. შეგახსენებთ: მობილობის ელექტორნულ პორტალზე (students.emis.ge) სტუდენტთა რეგისტრაციები დასრულდება 08 თებერვალს 18:00 საათზე. შესაბამისად აღნიშნული ვადის დასრულებამდე მობილობის პორტალზე შესაძლებელია ნებისმიერი ცვლილების (რედაქტირების) განხორციელება (პროგრამის შეცვლა, არჩეული პროგრამის წაშლა, ახლის დამატება და ა.შ.)”, – ვკითხულობთ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის განცხადებაში.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური