რა უნდა იქონიოს თან აბიტურიენტმა გამოცდაზე გამოცხადებისას – ჩამონათვალი
2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს დაიწყება.
2023 წლის ზაფხულის გამოცდების განრიგი ყველა მონაწილისთვის
EDU.ARIS.GE-შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ განსაზღვრულ იმ აუცილებელ ნივთებს შეგახსენებთ, რაც გამოცდის დღეს თან უნდა იქონიოთ.
პირველი აუცილებლობაა საგამოცდო ბარათი.
თან უნდა გქონდეთ პირადობია (ბინადრობის) დამადასტურებელი დოკუმენტი/პასპორტი ან სსიპ-სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ბეჭდითა და უფლებამოსილი პირის ხელმოწერით დამოწმებული განაცხადი/განცხადება-ანკეტა/ ამონაბეჭდი ან სხვა დოკუმენტი, რომელშიც მოცემულია პირის ფოტოსურათი, სახელი, გვარი და პირადი ნომერი.
გარდა ზემოაღნიშნულისა, სურვილის შემთხვევაში, აბიტურიენტს უფლება აქვს თან იქონიოს გელიანი, ე.წ ტუშის შავი კალამი 0,5-0,7 მმ. ბურთულიანი წვერით.
აბიტურიენტს უფლება აქვს, გამოცდაზე შეიტანოს სასმელი წყალი (არა შუშის ბოთლით); პირადი ჰიგიენის ნივთები, ნებადართული მედიკამენტი.
ასევე იხილეთ:
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება
-
სია გაიზარდა – განათლების სფეროს ამ წარმომადგენლებს შეუძლიათ შეითავსონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო სამსახურში
by ARIS.GE-განათლება
-
შეძლებს თუ არა სტუდენტი მობილობას სახელმწიფოდან კერძო უნივერსიტეტში და პირიქით? – მინისტრის მოადგილის პასუხი
by ARIS.GE-განათლება