GE

რა ვადა აქვთ უნივერსიტეტებს სტუდენტთა მიღებისთვის საჭირო ანკეტა-კითხვარის შესავსებად – „ნაეკის“ განმარტება

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია, მიმდინარე წლის 15 დეკემბრამდე, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში სპეციალური ანკეტა-კითხვარი ელექტრონული ფორმით შეავსოს. როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დღეს, 9 დეკემბერს EDU.ARIS.GE-სთვის მოწოდებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ანკეტაში უნდა აისახოს ყველა ის საგანმანათლებლო პროგრამა, რომლებზეც კონკრეტული უმაღლესი სასწავლებელი 2022 წელს კონკურსს გამოაცხადებს.

გამოცდების ცენტრის განმარტებით, აღნიშნული დოკუმენტის წარდგენის გარეშე, საგანმანათლებლო დაწესებულებები, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, აბიტურიენტთა მიღებას ვერ შეძლებენ.

აღსანიშნავია, რომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლებთან ონლაინ შეხვედრა გამართა და ანკეტა-კითხვარების შევსების თაობაზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური