GE

რა ხდება, როცა ელექტრონული ჟურნალი იხურება, მონაცემები კი კორექტირებას საჭიროებს – სკოლის დირექტორის მოადგილე პროცედურაზე

ელექტრონულ ჟურნალში სემესტრული, საბოლოო მონაცემების შეტანისთვის მასწავლებლებს დრო 9 იანვრამდე აქვთ. მას შემდეგ, რაც ისინი ჟურნალში ასახავენ სემესტრული ნიშნებს, შემაჯამებლებსა და აღრიცხვებს, ელექტრონული ჟურნალი მითითებულ დროს დაიხურება. ცნობილია ისიც, რომ თუ პედაგოგები 9 იანვრამდე ვერ შეძლებენ ელექტრონულ ჟურნალის დადასტურებას, ჟურნალი ავტომატურად დადასტურდება.

რა ხდება მაშინ, როცა ელექტრონული ჟურნალი იხურება, მონაცემები კი კორექტირებას საჭიროებს? ეძლევათ თუ არა და რა ვადაში პედაგოგებს შესაძლებლობა, რომ არასწორად, შეცდომით, ხარვეზით შეტანილი მონაცემები შეცვალონ? – EDU.ARIS.GE ამ კითხვებზე პასუხის მისაღებად 150-ე საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილესა და პედაგოგს, მანანა ჯადუგიშვილს, 5 იანვარს ესაუბრა.

მას შემდეგ, რაც ელექტრონული ჟურნალი დაიხურება, სკოლის ადმინისტრაცია იღებს მონაცემებს ყველა დახურული ჟურნალის შესახებ. პედაგოგს, რომელმაც გარკვეული შეცდომა დაუშვა ჟურნალში მონაცემების შეყვანის დროს, ან ჟურნალი ავტომატურად დადასტურდა და პედაგოგს მონაცემების შეტანა დასრულებული არ ჰქონდა, მას საშუალება აქვს, მოთხოვნით მიმართოს სკოლის დირექტორს და ჟურნალის კორექტირება მოითხოვოს.

მანანა ჯადუგიშვილი გვიხსნის, რომ პედაგოგებს ელექტრონული ჟურნალის დახურვიდან 24 საათი აქვთ იმისთვის, ცვლილება განახორციელონ იმ მოთხოვნაზე, რომელიც სკოლის დირექტორის სახელზე გამოგზავნეს:

„მოთხოვნას დადასტურებიდან, პედაგოგს 24 საათის მანძილზე შეუძლია, რომ ცვლილება განახორციელოს. 24 საათის გასვლის შემდეგ, ის ამ ცვლილებას ვერ განახორციელებს, თუმცა კვლავ აქვს უფლება, ცვლილების მოთხოვნა ახლიდან გამოგზავნოს”.

დირექტორის მოადგილის განმარტებით, ჟურნალში ცვლილებას სკოლის დირექციაც 24 საათის განმავლობაში ასახავს: „დირექციას, დადასტურებიდან 24 საათის განმავლობაში შეუძლია, რომ ელექტრონულ ჟურნალში ცვლილებები ასახოს”.

რადგან ჟურნალის რედაქტირებაზე მოთხოვნის გამოგზავნის ლიმიტები დაწესებული არ არის, მანანა ჯადუგიშვილი ამბობს, რომ ყველა პედაგოგი შეძლებს ჟურნალში სასურველი ცვლილების განხორციელებას და სანარვიულოც არაფერია.

როგორ გამოიყენოს მოთხოვნის ფუნქცია როგორც პედაგოგმა, ასევე დირექტორმა

ასევე იხილეთ:

თუ ჟურნალს 9 იანვრამდე არ დაადასტურებთ, ავტომატურად დადასტურდება – EMIS-ის გაფრთხილება და ინსტრუქცია პედაგოგებს

მოამზადა მზეო შველიძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური