GE

რა ხდება, როდესაც მასწავლებელი შეცდომებს უშვებს?

ნამდვლილი შოკია, როცა მასწავლებელი შეცდომებს უშვებს. უმეტეს შემთხვევაში ასეთ დროს მარტივად, ამ შეცდომებისგან გაქცევა ხდება. ამ სიტუაციაში კი დამქირავებელმა პედაგოგს არასწორი თანადგომა არ უნდა გაუწიოს.

რა ხდება, როცა მასწავლებელი უყურადღებობით უშვებს შეცდომას?

მასწავლებელი ცხოვრებას სხვისი შეცდომების გასწორებაში ატარებს – ხშირად ეს უსიამოვნო “წითელი კალმით” ხდება. ის ხშირად სჯის მოსწავლეებს უსუფთაობის, დაგვიანების და უყურადღებოდ შესრულებული ნამუშევრისთვის. მაშ ვინ გაუსწორებს შეცდომებს თავად მასწავლებელს? ისინიც ხომ უპირველესყოვლისა ადამიანები არიან?!

შეცდომების მიხედვით მასწავლებლები შეიძლება, ხუთ კატეგორიად დავყოთ:

შეცდომები ქაღალდზე – ელექტრონული ფოსტა აქ ისე კარგად არ დაგვეხმარება, როგორც მოსწავლეები. ელ-ფოსტა უყურადღებო მასწასვლებელს გრამატიკული შეცდომების გასწორებაში ეხმარება.

მოვალეობების შეუსრულებლობა – ცხადია, გაკვეთილებზე უნდა იყოს დისციპლინა. უდისციპლინობა მოსწავლეებზე ზედამხედველობის უქონლობით არის გამოწვეული. ეს ყველაზე დამახასიათებელია სასწავლო სემესტრის იმ პერიოდში, როცა გამოცდების დრო ახლოვდება. დამკვირვებლობა რუტინული სამუშაოა საგამოცდო ოთახში. ის მოითხოვს ფხიზლად ყოფნას, რომ არავინ დაარღვიოს წესები, ეს კი მოსაწყენია. მასწავლებელს უნდა შეეძლოს გამოიცნოს ვინ არის ხმაურის გამომწვევი. დამკვირვებელს არ აქვს უფლება, დროის გაყვანის მიზნით გაზეთი წაიკითხოს ან სხვა მსგავსი რამ გააკეთოს. ამიტომ, მასწავლებლის მხრიდან ყოველთვის არის მცდელობა მსგავს მოვალეობაზე თავის არიდების.

ნუ დაელოდები ვადის ამოწურვას – “თუ გსურს რამის გაკეთება, არ შეეკითხო მასწავლებელს” – ასეთი აზრი გამოთქვა ერთმა მშობელმა მასწავლებელზე ნახევრად ხუმრობით. მასწავლებლებს არ უყვართ, როცა მოსწავლეები დავალების შესრულებას აგვიანებენ, თუმცა თვითონ ბოლო ვადას ელოდებიან, როცა ანგარიში ან სტატია აქვთ სკოლის გაზეთისთვის დასაწერი.

სისუფთავის ეკლიანი შედეგი – ჭუჭყიანი კაბა, გაუპარსავი ნიკაპი. მოსწავლეები უსუფთაობის გამო მუდმივად ისჯებიან, მასწავლებლები კი ამავე შეცდომის გამო იშვიათად.

არ არის სკოლისთვის შესაფერისი – მასწავლებლისთვის ნაბახუსევზე მყოფნა შეიძლება პრობლემა იყოს. განსაკუთრებით დახურულ სკოლაში, სადაც შაბათ დღესაც მუშაობენ. ეს პრობლემა მაშინ დგება, როცა პარასკევ საღამოს წველულაბაზე დალევა მოგიწია.
რამდენიმე მოსწავლე შიძლება, ოდესმე ყოფილა გაკვეთილების დროს ნაბახუსევი. მაგრამ, როცა მასწავლებელი გაღიზიანებული და პირქუშია ეს ერათმნიშვნელოვნად წინა ღამის ნიშანია.

უმეტეს შემთხვევაში მასწავლებლები ამ შეცდომებს გაურბიან, ეს ნამდვილად ასეა. მაგრამ რა მაგალითი უნდა აჩვენონ მათ მოსწავლეებს?

წყარო: telegraph.co.uk

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური