GE

რამდენ ხანში ვისწავლი ინგლისურს?

ინგლისური ენის შესწავლა მსოფლიოს უმეტესი ქვეყნის მოქალაქეებისათვის გარდაუვალი გამოწვევაა ბევრი მიზეზის გამო. ამ ენაზე დღეს 500 მილიონამდე ადგილობრივი თუ უცხოელი საუბრობს; წამყვანი მედია საშუალებები ინგლისურ ენაზე გადმოსცემენ უახლეს ამბებს; მსოფლიო ბიზნესის 62% პროცენტი ინგლისური ენის საშუალებით იმართება; გლობალური ონლაინ ენციკლოპედია ყველაზე მეტ 4, 171, 647 სტატიას ინგლისურ ენაზე აქვეყნებს და კიდევ ბევრი სტატისტიკური მონაცემის მოყვანა შეიძლება იმის დასამტკიცებლად, თუ რატომ არის საჭირო, პირველ რიგში, სწორედ ამ ენის ათვისება.

ამ მხრივ არც საქართველოა გამონაკლისი. ინგლისური ენის ცოდნა მოთხოვნაა ყველგან, განსაკუთრებით სასურველ სამსახურში. მეორე მხრივ, გასაკვირი აღარ არის თუ ვიტყვით რომ მილიონობით ადამიანი სამართლიანად ფიქრობს და ეძებს იმ გზებს, როგორ შეძლოს ინგლისური ენის შესწავლა გაცილებით მოკლე დროში, იმიტომ რომ დრო არ იცდის, იმიტომ რომ სამყარო ამ ენაზე საუბრობს და მისი არცოდნა გლობალური მოვლენებიდან გამოთიშვის ტოლფასია.

ზემოთ აღნიშნული მოთხოვნა, რომელსაც მოსახლეობა უცხო ენების სასწავლო ცენტრებს უყენებს, ვფიქრობთ, ლოგიკურია. თუმცა აქ არსებობს ერთი ‘მაგრამ’.

საქართველო დღესდღეობით ინგლისური ენის შემსწავლელი ცენტრების რაოდენობას ნამდვილად არ უჩივის, შესაბამისად, მომხმარებელს დიდი არჩევანი აქვს..? ამ კითხვაზე პასუხი ალბათ უფრო სუბიექტურია ვიდრე ობიექტური, მაგრამ ეს თემა იქით იყოს.

ჩვენი სტატისტიკის მიხედვით (რომელიც დაარსების დღიდან არსებობს ცენტრში) ძალიან მომრავლდა იმ ადამიანების რიცხვი, რომელიც პირდაპირ გვეკითხება „რამდენ ხანში ვისწავლი ინგლისურს?“ და რიგ შემთხვევაში, გულახდილად ამბობენ, რომ საბოლოო არჩევანს იმ ცენტრზე შეაჩერებენ ვინც ყველაზე ნაკლებ დროს შესთავაზებს კონკრეტული დონის დასამთავრებლად.

ამ შეკითხვის რიცხვის ზრდამ გამოიწვია ალბათ ის ფაქტიც რომ გაჩნდა პროგრამები, ე.წ მეთოდები თუ როგორ შევისწავლოთ ინგლისური ენა უფრო სწრაფად, თანაც რამდენჯერმე. ნებისმიერი უცხო ენის შემსწავლელი ცენტრი დაინტერესებულია მოგებით, ასე რომ თუ მოთხოვნა არის ინგლისურის სწრაფად შესწავლა, სწრაფად გამოჩნდება მეთოდიც.

ეს უნდა ვაღიაროთ, რომ მომხიბვლელი შეთავაზებაა ნებისმიერი მსურველისთვის.

“მაგრამ” რას ნიშნავს სწრაფი მეთოდი? რას ნიშნავს ინგლისური ენის რამდენჯერმე სწრაფი შესწავლის შესაძლებლობა? მითუმეტეს, როგორ უნდა გამოვთვალოთ რამდენჯერ სწრაფად შეგვიძლია ამა თუ იმ მეთოდით ენის სწავლა? მათემატიკურად გამოთვალა ვინმემ? თუ გამოთვალა, როგორი კატეგორიის ადამიანებზე? რა ასაკის? ახალგაზრდებზე, ვისაც ათვისება უფრო სწრაფად შეუძლიათ 40 წელს გადაცილებულ უმრავლეს ადამიანთან შედარებით? თუმცა ახალგარდზებშიც ხომ ყველა ინდივიდია, ზოგს ათვისების უკეთესი უნარი აქვს, ზოგს, უარესი, ზოგს საერთოდ არ აქვს. ისეთი კატეგორიაც ხომ არსებობს, რომელსაც კონკრეტული საკითხის შესასწავლად უფრო მეტი დრო სჭირდება მეორესთან შედარებით?
ჩვენი აზრით, ეს კითხვები ლოგიკურია, ხოლო იმის თქმა რომ სხვადასხვა შესაძლებლობების, ასაკის, პოტენციალის, გამოცდილების ადამიანებზე ერთი მეთოდის მორგება უნდა ვცადოთ – აბსოლუტურად გაუმართლებელი.

Oxford House – ში სწავლის კონკრეტული მეთოდი არ არსებობს, იმიტომ რომ მეთოდი ყოველთვის სტანდარტებს ეფუძნება, აუდიტორია კი ყოველთვის განსახვავებული, არასტანდარტული ინდივიდებისაგან შედგება.

ისარგებლეთ Oxford House-ის სპეციალური შეთავაზებებით:

ზოგადი ინგლისურის კურსი 25%-იანი ფასდაკლებით!
25%-იანი ფასდაკლებით საერთაშორისო სერტიფიკატებისთვის მოსამზადებელი კურსები – TOEFL, IELTS, FCE

ხარისხიანი განათლების მისაღებად არ არის საჭირო მეთოდი, უბრალოდ აუცილებელია 3 რამე:

1. განსაზღვროთ რა დონეზე გეგმავთ/გჭირდებათ ენის შესწავლა – საკომუნიკაციო დონეზე გსურთ ენას ფლობდეთ? უფრო მეტის ამბიცია გაქვთ? შეიძლება კონკრეტული სერტიფიკატი გჭირდებათ სწავლის უცხოეთში გასაგრძელებლად ან ბიზნეს ინგლისურის შესწავლას ფიქრობთ, ა.შ

2. არ შეაფასოთ ცოდნა მხოლოდ დროის ხანგრძლივობით, იმიტომ, რომ მას ხარისხით შეგიფასებენ ყველგან – იმისათვის რომ კმაყოფილი დარჩეთ, საჭიროა მხოლოდ კარგი მასწავლებელი, კარგი სახელმძღვანელო და თქვენი მონდომება. ნუ გადაიღლით გონებას სხვა, უსარგებლო რამეზე ფიქრით.

3. ორიენტირებული იყავით ინგლისურის თქვენთვის გონივრულ ვადებში შესწავლაზე და არა იმაზე, ვინ როგორ გარანტიას მოგცემთ ამის თაობაზე – ერთი წუთით დაფიქრდით იმაზე, ვის შეუძლია ზუსტად გითხრათ რამდენ ხანში ისწავლით კონკრეტულ მასალას, მაშინ როცა არ გიცნობთ? არ იცის თქვენი ათვისების უნარი, შესაძლებლობები, უნარები. ეს როდი ნიშნავს იმას, რომ კონკრეტული დონე
უსასრულოდ გრძლედება. არა. უბრალოდ, ეს ნიშნავს რომ თქვენ უნდა მოითხოვოთ გითხრან სწავლების მაქსიმალური დრო და მხოლოდ მაშინ დააზუსტონ ხანგრძლივობა როცა თქვენ მასწავლებელი გაგიცნობთ, თქვენ კი სასწავლო მასალას გაეცნობით.

Oxford House-ში არ გპირდებით რომ ინგლისურ ენას რამდენჯერმე სწრაფად შეისწავლით. ჩვენ გპირდებით, რომ ისწავლით ენას პროფესიონალებთან, გონივრულ ვადებში.

ჩვენ ვამაყობთ თითოეული ჩვენი მოსწავლით და გთავაზობთ რამდენიმე მათგანის კომენტარს. ბოდიშს ვუხდით მათ, ვისი შეხედულებაც ქვემოთ ვერ მოხვდა, რადგან შევარჩიეთ შეძლებისდაგვარად განსხვავებული აზრები.

იანა, Elementary level
„აქ ისე ხსნიან, რომ სწავლისთვის სახლში დიდი დრო არ დაგჭირდებათ.”

მარი, Pre-intermediate level
„ძალიან მომწონს თქვენთან სიარული. პროგრამაც ძალიან საინტერესოა. ყველა იღიმის რომ შემოდიხარ და ამის გამო უფრო მეტად გსიამოვნებს მოსვლა. ძალიან მომწონს ჩემი მასწავლებელი, ის თუ როგორ მიხსნის. უკვე ბევრს ვურჩიე მოსვლა. ასევე მომწონს გაკვეთილი ამერიკელ პედაგოგთან, თავისუფლად ვგრძნობ თავს და კიდევ უფრო მეტად მინდება ინგლისურის სწავლა.“

ნოდარი, Upper-intermediate
“პირადად მე, ნოდარ დირბოევი, Oxford House-ის ერთ-ერთი სტუდენტი, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ამ ცენტრში გაცილებით გაუმჯობესდა ჩემი ინგლისური. ისაც მინდა აღვნიშნო, რომ აქ ბევრი უცხოელი სტუდენტიც სწავლობს, რაც ძალიან საინტერესო ფაქტია.“

ირენა, Intermediate level
В Oxford House включено все для того, чтобы обучаемому было легче, понятней и интересней обучаться английскому яэыку. А также мне очень нравится что здесь уделяют много внимания разговорной речи и к нам раз в две недели приходит иностранец Mr. Robert, что помогает лучше развить разговор по английски. Лично я целиком и полностью довольна этим курсом, потому что так глубинно и детально не обучит не один педогог.

მადონა, Upper-intermediate level
„ჩემი აზრით, Oxford House ის ადგილია, სადაც შეგიძლია ინგლისური ენა საფუძვლიანად ისწავლო.“

სალომე, Elementary level
„მე Oxford House ძალიან მომწონს, იმიტომ რომ აქ ძალიან კარგი და თბილი მასწავლებლები მუშაობენ. ამ სასწავლო ცენტრში ყველა მასწავლებელი მიყვარს, მაგრამ გამორჩეულად ერთი. ვისაც ინგლისურის სწავლა გინდათ მოდით, არ ინანებთ.“

გაეცანით Oxford House-ის ყველა კურსს

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური