GE

რამდენი სტუდენტის მიღებას შეძლებენ უნივერსიტეტები ე.წ. უფასო ფაკულტეტებზე – ადგილების რაოდენობა

2021-2022 სასწავლო წლისთვის სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული საგანმანათლებლო პროგრამები უნივერსიტეტების მიხედვით (ე.წ. უფასო ფაკულტეტები) უკვე ცნობილია.

EDU.ARIS.GE-მ 2021 წლის აბიტურიენტთა ცნობარზე დაყრდნობით დათვალა რამდენ სტუდენტს მიიღებს თითოეული უნივერსიტეტი სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე.

მისაღებ სტუდენტთა და პროგრამების რაოდენობის მხრივ პირველ ადგილს ტექნიკური უნივერსიტეტი იკავებს, ის უფასო ფაკულტეტებზე წელს ჯამში 2 125 სტუდენტის მიღებას შეძლებს.

უფასო საგანმანათლებლო პროგრამებზე მისაღებ სტუდენტთა რაოდენობა უნივერსიტეტების მიხედვით ასე გამოიყურება:

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სულ 1275:

ქართული ფილოლოგია – 200; ისტორია -150; არქეოლოგია – 25; ფილოსოფია – 25; დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საგანმანათლებლო პროგრამა – 75; მათემატიკა -100; ფიზიკა -100; ქიმია – 100; ბიოლოგია – 100; ეკონომიკა -400.

სსიპ – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სულ 2125:

მშენებლობა -350; ენერგეტიკა და ელექტროინჟინერია – 325; საინჟინრო უსაფრთხოება და საგანგებო სიტუაციების მართვა – 40; სამთო და გეოინჟინერია -100; საინჟინრო გეოდეზია – 50; გეოლოგია – 50; მეტალურგია – 20; მასალათმცოდნეობა – 20; ქიმია – 40; სამრეწველო ინჟინერია და ტექნოლოგია -20; მექანიკის ინჟინერია და ტექნოლოგია – 30; არქიტექტურა – 180; ბიოსამედიცინო ინჟინერია – 40; მათემატიკა – 50; საინჟინრო ფიზიკა – 50; მართვის სისტემები, ავტომატიზაცია და ტესტ-ინჟინერინგი – 40; აგრარული ტექნოლოგიები – 60; სასურსათო ტექნოლოგია – 150; სატყეო საქმე – 60; აგროინჟინერია – 10; მევენახეობა და ენოლოგია – 120; მეცხოველეობა – 20; აგრონომია – 60; ნიადაგისა და წყლის რესურსების ინჟინერია – 10; მთის მდგრადი ტურიზმი და მასპინძლობის მენეჯმენტი – 25; მთიანი რეგიონების ორგანული ფერმერული სისტემების მართვა – 25; ბუნებრივი საფრთხეები, მდგრადი გარემო და დაცვა – 25; მთის სოფლის გარემოს მდგრადი განვითარება – 25; ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერია – 40; გარემოსდაცვითი ინჟინერია – 25; ციფრული სატელეკომუნიკაციო სისტემები – 25; ტრანსპორტი-40.

სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, სულ 400:

ფილოსოფია (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა) – 15; ქართული ფილოლოგია (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა) – 65; ისტორია (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა – 65; ჰუმანიტარული მეცნიერებები (არქეოლოგია) – 40; ბიოლოგია (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა) – 50; ფიზიკა (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)(ძირითადი და დამატებითი სპეციალობა) – 15; დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის განათლების (I-VI კლესები) ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგიტრო პროგრამა – 50; მათემატიკა (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა – 50; არქიტექტურა – 50;

სსიპ – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სულ 944:

ქართული ენა და ლიტერატურა – 150 ადგილი, მათ შორის დაფინანსებული 137; გერმანული ენა და ლიტერატურა – 20 ადგილი, მათ შორის დაფინანსებული 5; ფრანგული ენა და ლიტერატურა – 10 ადგილი, მათ შორის დაფინანსებული 5; აღმოსავლური ფილოლოგია – 40 ადგილი, მათ შორის დაფინანსებული 10; არქეოლოგია – 30 ადგილი, მათ შორის დაფინანსებული 24; ისტორია – 60 ადგილი, მათ შორის დაფინანსებული 54;  ეკონომიკა – 100 ადგილი, მათ შორის დაფინანსებული 100; მათემატიკა – 50 ადგილი, მათ შორის დაფინანსებული 40; ბიოლოგია – 40 ადგილი, მათ შორის დაფინანსებული 30; გამოყენებითი ბიომეცნიერებები (ბიოტექნოლოგიები) – 20 ადგილი, მათ შორის დაფინანსებული 15; ეკოლოგია – 30 ადგილი, მათ შორის დაფინანსებული 20; გეოგრაფია – 40 ადგილი, მათ შორის დაფინანსებული 20; მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა „დაწყებითი განათლება“ – 200 ადგილი, მათ შორის დაფინანსებული 180; ელექტრული ინჟინერია – 75 ადგილი, მათ შორის დაფინანსებული 56; მშენებლობა – 60 ადგილი, მათ შორის დაფინანსებული 60; სატრანსპორტო საშუალებების სერვისი და ექსპერტიზა – 20 ადგილი, მათ შორის დაფინანსებული 15; ფარმაცევტული და კოსმეტიკური ტექნოლოგიები – 25 ადგილი, მათ შორის დაფინანსებული 10; გარემოს დაცვის ინჟინერია და გამოყენებითი ეკოლოგია – 25 ადგილი, მათ შორის დაფინანსებული 12; საკვები პროდუქტების ტექნოლოგია და უვნებლობა – 40 ადგილი, მათ შორის დაფინანსებული 30; გამოყენებითი დიზაინი – 40 ადგილი, მათ შორის დაფინანსებული 12; აგრონომია – 75 ადგილი, მათ შორის დაფინანსებული 64; აგრონედლეულის კვების პროდუქტების ტექნოლოგია და ექსპერტიზა – 30 ადგილი, მათ შორის დაფინანსებული 25; ტექნიკური სისტემები და ტექნოლოგიები აგრობიზნესში – 20 ადგილი, მათ შორის დაფინანსებული 20.

სსიპ – სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სულ 555:

ისტორია -55; ქართული ენა და ლიტერატურა – 55; დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა – 60; ეკონომიკა – 70; აგრონომია – 40; ინგლისური ფილოლოგია – 60; ინფორმაციული ტექნოლოგიები – 40; ეკოლოგია – 40; საჯარო მმართველობა – 90; ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა – 45.

სსიპ − იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სულ 345:

სასურსათო ტექნოლოგია – 110; აგრონომია – 50; დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა – 40; ბიოლოგია – 25; ეკონომიკა – 45; ისტორია – 40; ქართული ენა და ლიტერატურა – 35.

სსიპ – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სულ 405:

აგრარული ტექნოლოგიები – 50; ბიოლოგია – 30; ეკონომიკა – 40; ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა – 80; ისტორია – 50; მშენებლობა – 50; ფიზიკა -10; ქართული ფილოლოგია – 80; ქიმია – 15.

სსიპ – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სულ 320:

დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა -100; ეკონომიკა – 30; აფხაზური ფილოლოგია – 5; ისტორია -35; არქეოლოგია – 25; ქართული ფილოლოგია – 45; ფიზიკა – 5; ბიოლოგია – 25; ქიმია – 25; მათემატიკა – 25.

სსიპ – შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, სულ 100:

ინგლისური ფილოლოგია – 15; ისტორია – 10; საჯარო მმართველობა – 60; ქართული ფილოლოგია -15.

სსიპ – გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, სულ 315:

ქართული ფილოლოგია – 30; ინგლისური ფილოლოგია – 35; ისტორია – 30; ბიოლოგია – 20; საჯარო მმართველობა – 80; ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა – 60; ინფორმაციული ტექნოლოგიები – 30; ეკონომიკა – 30.

2021-2022 სასწავლო წლის ე.წ უფასო ფაკულტეტების ჩამონათვალი უნივერსიტეტების მიხედვით ცნობილია

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური