რას ნიშნავს პრინციპი „ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტი“ და დარჩებიან თუ არა პროფესორ-მასწავლებლები უსამსახუროდ?
უმაღლესი განათლების რეფორმის განხორციელება, რომლის პრეზენტაციაც პრემიერ-მინისტრმა 16 ოქტომბერს გამართა, საკუთარ თავში ასეთ პრინციპს გულისხმობს – “ერთი ქალაქი – ერთი უნივერსიტეტი”.
პრემიერ-მინისტრი უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფციის პროექტს წარადგენს (ვიდეო)
ამ განცხადების შემდეგ, გაჩნდა განცდა, რომ სახელმწიფოს უმაღლეს განათლებაში კადრების შემცირების გადაწყვეტილება აქვს მიღებული. ვიდრე რეალურ შედეგებს დავინახავთ, ვნახოთ, რა თქვა პრემიერ მინისტრმა ამ პრინციპზე, როგორ განმარტა მოგვიანებით ასეთი მიდგომის შემოტანის აუცილებლობა და მისი არსი:
“ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტი”
“გვინდა დავამკვიდროთ ერთი ძალიან მკაფიო პრინციპი – “ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტი”. სახელმწიფო უნივერსიტეტებში, თბილისი რომ ავიღოთ პირველ რიგში, თბილისში ერთი ფაკულტეტი იქნება შექმნილი მხოლოდ ერთ სახელმწიფო უნივერსიტეტში. შესაბამისად, ეს, ბუნებრივია გამოიწვევს რეორგანიზაციას და ფაკულტეტების გადანაწილებას უნივერსიტეტებს შორის. ეს გადანაწილება უნდა განხორციელდეს უნივერსიტეტების ტრადიციული ფუნქციის გათვალისწინებით და მათი ისტორიული გამოცდილების შესაბამისად”.
რა გამოსავალი აქვთ სტუდენტებს, ვინც უკვე სწავლობს
“ბუნებრივია, სტუდენტებისთვის უზრუნველყოფილი იქნება გარდამავალი ეტაპი. ვინც კონკრეტულ უნივერსიტეტში სწავლობს, მას საშუალება ექნება რომ დაამთავროს ის შესამამისი უნივერსიტეტის შესაბამისი სპეციალობით, ანუ ძალდატანებით, რა თქმა უნდა, არავითარი ცვლილება არ განხორციელდება. ერთადერთი, სტუდენტებს შეძლიათ, რომ ნებაყოფლობით აირჩიონ მობილობის წესით სხვა უნივერსიტეტში გადასვლა, ხოლო გარდამავალი ეტაპი სტუდენტებისთვის უზრუნველყოფილი იქნება (მათ შორის სწავლის დაფინანსების კუთხით)”.
რას ნიშნავს პრინციპი „ერთი ქალაქი – ერთი პაკულტეტი“ (დამატებითი განმარტება საზოგადოებისთვის)
რეგიონების მაგალითზე
“საუნივერსიტეტო სისტემის მრავალფუნქციური განვითარება ორ ქალაქში უნდა იყოს უზრუნველყოფილი. მათ შორის ეს ეხება ქუთაისს, სადაც დღეს ორი სახელმწიფო უნივერსიტეტია. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ოპტიმიზაციაზე, აქ არ იგულისხმება, უნივერსიტეტების შერწყმა. შეიძლება, ჩვეულებრივად დარჩეს ორივე უნივერსიტეტი ავტონომიურად, დამოუკიდებლად. აქ საუბარია რაზე: ქუთაისში ჩვენ უნდა დავფაროთ აბსოლუტურად ყველა მიმართულება, როგორიც არის ტექნიკური მიმართულებები, ჰუმანიტარული, ეკონომიკა, სამართალი, სოციალურ-პოლიტიკური და ასე შემდეგ. იქნება ორი ძირითადი კერა – ეს იქნება ქუთაისი და თბილისი, პლუს რუსთავი, რომელიც დაფარავს აბსოლუტურად ყველა სპეციალობას, რასაც ზოგადად მოიაზრებს უმაღლესი განათლების სისტემა. რაც შეეხება სხვა უნივერსიტეტებს რეგიონებში, ისინი არსებითად პროფილური უნივერსიტეტები იქნება, რომლებიც მოიცავს მხოლოდ რამდენიმე ძირითად მიმართულებას და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი დაკონკრეტდება რეფორმის განხორციელების პროცესში”.
თბილისის მაგალითზე
“რაც შეეხება თბილისს, როდესაც ამ პრინციპზე იყო საუბარი – ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტი, სწორედ თბილისზე გვვქონდა განსაკუთრებული აქცენტი. თავის დროზე, საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული, ეს პრინციპი დაცული იყო . გვვქონდა თსუ, რომელიც იყო არსებითად მრავალფუნქციური, იყო ტექნიკური უნივერსიტეტი, რომელიც მოიცავდა ტექნნიკურ დარგებს და იყო სამედიცინო უნივერსიტეტი. ამას ემატებოდა პედაგოგიური. ამ პირობებში ოპტიმალურად იყო გამოყენებული საკადრო და ინფრასტრუქტურული რესურსი. შემდეგ, უკვე 90-იან წლებში, გახსოვთ, რომ იყო აბსოლუტური ქაოსი, მთლიანად მოირღვა ეს ლოგიკური სისტემა დად ამასს კიდევ უფრო მძიმე ცვლილებები დაემატა 2002-2004 წლებში, რასაც ძირითადად სუბიექტური ინტერესები განაპირობებდა. მაგალითად, ილიას უნივერსიტეტის შექმნის ისტორია რომ გავიხსენოთ, იყო ერთი კონკრეტული ადამიანი, რომელსაც უნდოდა თსუ-ის რექტორობა, სხვანაირად გადაწყდა პოლიტიკურად და ამ ერთ კაცს შეუქმნეს ილიას უნივერსიტეტი სულხან-საბას უნივერსიტეტის საფუძველზე და შემდეგ გააფართოვეს.
ასევე, წინა ხელისუფლების პერიოდში მათ არაერთი უნივერსიტეტი წაიღეს ერთ ლარად, მათ შორის სააკაშვილის ოჯახის წევრმა წაიღო ერთ-ერთი უნივერსიტეტი ერთ ლარად. მათ ჰქონდათ ინტერესი, რომ დაესუსტებინათ სახელმწიფო უნივერსიტეტები და ამის ხარჯზე გაეძლიერებინათ საკუთარი ბიზნეს ინტერესები და კერძო უნივერსიტეტები. მიზანმიმართულად ხდებოდა სახელმწიფო უნივერსიტეტების სისტემის მოშლა, ამ შედეგს მიაღწიეს რეალურად”.
გაუშვებენ თუ არა უნივერსიტეტებიდან პროფესორ-მასწავლებლებს ოპტიმიზაციის გამო?
პასუხი საკადრო პოლიტიკაზე:
პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ კონცეფციის ამოქმედება მაშინვე დაიწყება, როგორცკი მას მთავრობა საბოლოოდ დაამტკიცებს. საუბარია რამდენიმე კვირაზე და რეფორმის პირველი ეტაპიც ამის შემდეგ დაიწყება.
“რეფორმის პირველი ეტაპი, რაც გულისხმობს სისტემის რეორგანიზაციას, გულისხმობს საკადრო სისტემის მოწესრიგებას, ეს ყველაფერი ამმოქმედდება უკვე ერთ წელიწადში, მომდევნო სასწავლო წლისთვის. არის საკითხები, რასაც ექნება თავისი გარდამავალი ფაზა, მაგალითად სტუდენტის დაფინანსების სისტემა… არის საკითხები, რასაც დასჭირდება რამდენიმე წელი. ბევრი მიმართულებით ველოდებით ეკონომიას. მათ შორის იგივე სწავლის ხანგრძლივობის ცვლილებიდან გამომდინარე, ასევე საერთო ოპტიმიზაციიდან გამომდნარე. აქაც, სპეკულაციები რომ არ მოჰყვეს, რომ პროფესორებს გაუშვებენ და ასე შემდეგ, არათუ გაშვებაზეა საუბარი, სანთლით იქნება საძებარი. მათ შორის ქუთაისში გვჭირდება პროფესურა, თბილისშიც გვჭირდება, ყველგან გვჭირდება რეგიონულ უნივერსიტეტებში. პირიქით, არათუ გაშვებაზეა საუბარი, დამატებით არის რესურსი საჭირო იმისათვის, რომ ეს რეფორმა წარმატებით განხორციელდეს. ამიტომ არასწორი მოლოდინები და შიშები არავინ არ უნდა შექმნას სპეკულაციებით”.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ვერავინ იდავებს იმ გამოწვევების არსებობაზე, რომელიც კონცეფციის ფარგლებში გამოიკვეთა:
გამოწვევები უმაღლეს განათლებაში: 1. ჭარბი გეოგრაფიული კონცენტრაცია; 2. რესურსების ირაციონალური გამოყენება და უნივერსიტეტებში სწავლების ხხარისხის უთანაბრობა; 3. უსისტემო საკადრო პოლიტიკა; 4. სისტემური კავშირი სწავლებასა და კვლევას შორის, თანამედროვე სტანდარტების სასწავლო პროგრამებისა და სახელმძღვანელოების ნაკლებობა; 5. სუსტი კავშირი უმაღლესი განათლების პრიორიტეტებსა და შრომის ბაზრის მოთხოვნებს შორის; 6 დაფინანსების გაუმართავი სისტემა; 7 სახელმწიფო უნივერსიტეტების გაუმართავი ინფრასტრუქტურა.
ამოცანები, რომლებიც უნდა იყოს შესრულებული უმაღლესი განათლების რეფორმის ახალი კონცეფციის ფარგლებში: 1. უმაღლესი განათლების სისტემის გეოგრაფიული დეკონცენტრაცია (თბილისი და ქუთაისი); 2. რესურსების ოპტიმიზაცია და უნივერსიტეტებში სწავლების ხარისხის გათანაბრება; 3. საკადრო პოლიტიკის დახვეწა; 4. სწავლებასა და კვლევას შორის სწავლების გაძლიერება და თანამედროვე სტანდარტების სასწაბლო პროგრამებისა და სახელმძღვანელოების მომზადება; 5. შრომის ბაზრის ანალიზი; 6. დაფინანსების სისტემა; 7. ინფრასტრუქტურა.
“სახელმწიფო უნივერსიტეტების მთავარი ამოცანა უნდა იყოს სახელმწიფო ამოცანების შესრულება და ქართველი სტუდენტების მომზადება ჩვენი შრომის ბაზრისთვის. უმაღლესების დაფინანსების სისტემა არ არის ორიენტირებული სახელმწიფო ინტერესების შესრულებაზე. როდესაც სახელმწიფო რაიმეს აფინანსებს, მას უნდა ჰქონდეს დასახული კონკრეტული ამოცანა. დღეს არავითარი კავშირი სახელმწიფო ამოცანებსა და დაფინანსების სისტემას შორის რეალურად არ არსებობს და ესეც, რა თქმა უნდა, საჭიროებს გამოსწორებას”, – ამბობს ირაკლი კობახიძე.
ასევე იხილეთ:
სკოლაში სწავლა 11-წლიანი გახდება – ირაკლი კობახიძის განცხადება
რას გულისხმობს სასკოლო რეფორმა, რომლის პრეზენტაციაც მალე შედგება – განათლების მინისტრი დეტალებზე
პრემიერ-მინისტრი უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფციის პროექტს წარადგენს (ვიდეო)
-
ყველაფერი, რაც სასკოლო ცხოვრებაში შეიცვლება – ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფციის დოკუმენტი
by ARIS.GE-განათლება
-
„სასკოლო პროცესში მობილური ტელეფონების გამოყენება აიკრძალება“ – ახალი გადაწყვეტილება
by ARIS.GE-განათლება
-
მინისტრი: „მე-11 კლასში ე.წ. რეპეტიტორიუმი შემოგვაქვს“ – რას ისწავლიან მოსწავლეები ბოლო კლასში
by ARIS.GE-განათლება