GE

რასთან ასოცირდება სკოლა მაღალკლასელ მოსწავლეებში

არსებობს ასოციაციური მეხსიერება, რომელიც უნებლიე მეხსიერების ერთ-ერთი ფორმაა. უფრო ზუსტად კი, ეს არის ორ მოვლენას შორის ისეთი კავშირი, როდესაც ერთის აღქმას ან წარმოდგენას უნებლიედ და დაუყოვნებლივ მოჰყვება მეორე, მასთან დაკავშირებული წარმოდგენის ამოტივტივება.

EDU.ARIS.GE დაინტერესდა, თუ რა სახის მოვლენები და საგნები ტივტივდება მოსწავლეთა გონებაში სკოლის ხსენებისას, ანუ რასთან ასოცირდება მათთვის დღევანდელი საგანმანათლებლო სივრცე.

ელენე ბედოშვილი, მეათე კლასი:

„დღევანდელ სკოლაში არის ციხისებური გარემო – ერთი ფერის კედლები, ფანჯრებზე დაყენებული ბადეები –  ყველაფერი ციხეს მაგონებს. მითუმეტეს, როცა მასწავლებლები ნამდვილი დამსჯელების როლში გვევლინებიან. სკოლა მენტალობის დამმახინჯებელი და თავისუფლების შეგრძნების უნარის გამანადგურებელი ორგანოა, ისევე როგორც ციხე.“

ელენე

ანა მელიქიძე, მეათე კლასი:

„სკოლა ასოცირდება იმ  ნათურასთან, რომელიც ანთია, ანუ ფუნქციონირებს, მაგრამ ისე ვერ ანათებს, რომ გარშემო სიბნელე აღარ იყოს“.

ანა

გიორგი ზაზარაშვილი, მეათე კლასი:

„ჩემთვი სკოლა არის ცოდნის მიღების პირველი და უმთავრესი წყარო, რომლის გამოტოვების გარეშე, წარმოუდგენელია, მაღალკვალიფიციურ სპეციალისტად იქცე.“

giorgi

თამუნა ხეხელაშვილი, მეათე კლასი:

„ჩემი ნება რომ იყოს, სკოლას სულ გავაცდენდი, მაგრამ მიწევს სიარული. რისი გაკეთებაც სურვილის საწინააღმდეგოდ მიწევს, ჩემთვის ვალდებულებაა. შესაბამისად, სკოლა იმ ტვირთს ჰგავს, რომელსაც სურვილის გარეშე ატარებ და შესაბამისად,  კიდევ უფრო მძიმე გეჩვენება.“

თამუნა

სალომე ლაფაჩი, მეთორმეტე კლასი:

„სკოლა ასოცირდება გზასთან, რომელსაც უამრავი გადასახვევი/შესახვევი/მიმართულება აქვს და მასზე მიმავალს საშუალება გაქვს, ნებისმიერი აირჩიო და იარო.“

სალომე

ნათია ჩიტიშვილი, მეათე კლასი:

„დღევანდელი სკოლა აჯაფსანდალს ჰგავს, ყველაფერი ერთმანეთშია აზელილი და მიუხეადავად იმისა, რომ ცუდი გემო აქვს, მაინც მაძალებენ ჭამას.“

ნათია

რუსა კორინთელი, მეთერთეტე კლასი:

„სკოლა ჩემთვის ასოცირდება მეორე ოჯახთან, რადგან დღის ნახევარს იქ ვატარებ იმ ადამიანებთან ერთად, რომლები ჩემი მეგობრები, არაბიოლოგიური ნათესავები არიან.“

kfwatson-old

 

აბიტურიენტთა წინასაგამოცდო განწყობები – 13 GIPHY

მოამზადა გვანცა დოლუაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური