2026 წლის საგრანტო გამოცდაზე როგორც კერძო, ისე სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტები გავლენ – სავარაუდო ვადები დასახელდა
მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ უმაღლესი განათლების რეფორმის დაწყების შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ სტუდენტთა საგრანტო სისტემა გაუქმდა, 2025 წლის 17 დეკემბრამდე ჩარიცხულ სტუდენტებს გარდამავალ პერიოდში შეუნარჩუნდებათ არა მხოლოდ უკვე მოპოვებული დაფინანსება, არამედ მისი მოპოვებისა და გაუმჯობესების შესაძლებლობაც მიეცემათ. მათ შორის, როგორც დღეს, 13 მაისს, განათლების მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ საკანონმდებლო ორგანოში განაცხადა, საგრანტო კონკურსში მონაწილეობას შეძლებენ როგორც სახელმწიფო, ისე კერძო უნივერსიტეტების სტუდენტებიც.
მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ მიუხედავად ამ ცვლილების მოგვიანებით განხორციელებისა, საგრანტო კონკურსის გამოცხადების მხრივ, ამით არ დაირღვევა არც ვადები და არც კანონი.
ზვიად გაბისონიამ სტუდენტთა საგრანტო კონკურსის გამოცხადების ზუსტი თარიღები ვერ დაასახელა, თუმცა დაასახელა თვეები:
“ვადებს რაც შეეხება, ჩვენი ვარაუდით, მაისის ბოლოდან, ანუ NAEC-ი და EMIS-ი არის მობილიზებული და ნორმატიული აქტის საფუძველს ელოდებოდა უბრალოდ. ვფიქრობთ, რომ მაისის ბოლოდან ეს პროცედურები დაიწყება და საგამოცდო პერიოდი, როგორც წესი ემთხვევა ერთიან ეროვნულ გამოცდებს, NAEC-ის გამოცდებს და ამ პერიოდში, ივნისში ან ივლისში იქნება ჩატარებული, სავარაუდოდ, ივნისის ბოლო – ივლისის პერიოდი”, – თქვა პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ.
ამავე თემაზე:
-
ქართულის გამოცდაზე რამდენიმე წუთით დაგვიანებული აბიტურიენტები ტესტირებაზე ვერ დაუშვეს – მიზეზი საცობი და ტაქსია
by ARIS.GE-განათლება
-
პრემიერ-მინისტრი და განათლების მინისტრი აბიტურიენტებს მიმართავენ
by ARIS.GE-განათლება
-
დიდი გულშემატკივარი ზუგდიდის საგამოცდო ცენტრიდან – როცა მენტორი მასწავლებელი გამოცდაზეც შენი თანამგზავრი და მენტორია
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
