რატომ კავკასიის უნივერსიტეტი?
კავკასიის უნივერსიტეტი – მრავალწლიანი გამოცდილება და ახალი პრიორიტეტები
დღეს კავკასიის უნივერსიტეტი რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ უმაღლეს სასწავლებლად ითვლება. რაც უფრო ახლოვდება ეროვნული გამოცდები მით უფრო მეტი კითხვა ჩნდება აბიტურიენტების მხრიდან, თუ რა პრიორიტეტებით სარგებლობს კავკასიის უნივერსიტეტი. და მაინც, რატომ უნდა აირჩიონ აბიტურიენტებმა კავკასიის უნივერსიტეტი?
კავკასიის უნივერსიტეტი 1998 წელს დაარსდა. პირველი ფაკულტეტი – კავკასიის ბიზნესის სკოლა იყო. ეს იყო სკოლა, რომელიც ”ჯორჯიის სახელმწიფო უნივერსიტეტთან” თანამშრომლობით დაარსდა (ატლანტა, აშშ). – აქედან გამომდინარე, მთლიანი სასწავლო პროგრამა – კურიკულუმი – დაფუძნებულია ამერიკულ მოდელზე. დღეს უკვე კავკასიის უნივერსიტეტის შემდაგენლობაში 8 სკოლაა: ბიზნესის სკოლა, სამართლის სკოლა, მედიის სკოლა, ტექნოლოგიების სკოლა, სახელმწიფო მართვის სკოლა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლა, ტურიზმის სკოლა და ჩვენი ბოლო სიახლე – ჯანდაცვის სკოლა. იქიდან გამომდინარე, რომ თითოეულ სკოლას აქვს გაცვლითი და ორმგი ხარისხის პროგრამები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანასთან ჩვენი სასწავლო პრორგამები შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს მათ სასწავლო პროგრამებთან. გარდა ამისა, ჩვენი ლექციები არის 3 საათის ხანგრძლივობის, რეგისტრაცია მიმდინარეობს თავისუფალ რეჟიმში, სტუდენტი თავად ირჩევს თავისთვის სასურველ ცხრილს. აუდიტორია 20- 30 სტუდენტისგან შედგება. სტუდენტებს აქვთ ყოველკვირეული გამოკითხვა, რაც მათ ცოდნას და მზადყოფნას მუდმივად ამოწმებს – სწორედ ესაა დასავლური სწავლის მეთოდი.
არსებობს უამრავი გამოკითხვა, სტატისტიკა, ციფრები, კონკრეტული მაგალითები იმისა, თუ რატომ ითვლება კავკასიის უნივერსიტეტი საუკეთესო უმაღლეს სასწავლებლად მთელს რეგიონში. ჩვენს ლიდერები ვართ ყველაზე მნიშვნელოვან კომპონენტებში, ესაა:
1. სწავლის დასავლური, უახლესი სტანდარტი.
2. დასაქმების მაღალი სტატისტიკა
3. გააცვლითი პროგრამები სხვადასხვა უცხოურ უნივერსიტეტებთან
4. შეღავათები გადასახადში
5. მრავალფეროვანი სტუდენტური ცხოვრება.
კავკასიის უნივერსიტეტი საუკეთესო უმაღლესი სასწავლებელია მათვის, ვისაც სურს განათლებაში ჩადებული ინვესტიცია უახლოეს პერიოდში ათმაგად ამოიღოს;
აუცილებლად უნდა აღინიშნოს კავკასიის უნივერსიტეტის მთავარი შემოთავზება, რომელიც XII კლასელებს განსაკუთრებით ხიბლავთ – ”მოხვდი 40 საუკეთესო პირველკურსელს შორის და მიიღე 100%-იანი დაფინანსება კავკასიის უნივერსიტეტისგან” – ეს კავკასიის უნივერსიტეტის მთავარი სიახლეა და შემოთავაზება, რომლითაც ბევრი უნივერსიტეტი ვერ დაიკვეხნის. ყველასათვის ცნობილია, რომ ახალი წესის თანახმად, აბიტურიენტებს ეძლევათ საშუალება ეროვნული გამოცდების შედეგების გაცნობის შემდეგ მიიღონ გადაწყვეტილება თუ სად უნდა ჩააბარონ. ვფიქრობ, რომ ჩვენი შემოთავაზება სერიოზული მოტივაცია იქნება იმ სტუდენტებისთვის, ვისაც მიღებული აქვს 100%-იანი გრანტი ისწავლონ კავკასიის უნივერსიტეტში. აქვე გეტყვით, რომ ეს იდეალური გადაწყვეტილებაა არა მხოლოდ სტუდენტებისთვის, არამედ თავად უნივერსიტეტისთვის. ბუნებრივია, განსაკუთრებით გვინდა, რომ ჩვენი სტუდენტების განათლების დონე მაღალი იყოს, ეს პირდაპირ აისახება უნივერსიტეტის ხარისხზე. ასე, რომ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ (ამ შემთხვევაში, ამ შემოთავაზებით) ყველაზე კარგი ბავშვები ჩვენთან მოვიდნენ. ეს არის მიზეზი იმისა, რომ კავკასიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებზე განსაკუთრებული მოთხოვნაა. ის, რომ კავკასიის უნივერსიტეტში სწავლა განსაკუთრებით ძნელია – ნიშნავს იმას, რომ თუ გაქვს კავკასიის უნივერსიტეტის დიპლომი – გაქვს გადალახული უამრავი ბარიერი ამ დიპლომის მისაღებად; ნიშნავს იმას, რომ ხარ განათლებული; ნიშნავს იმას, რომ ბევრი ისწავლე; ნიშნავს იმას, რომ ხარ პროფესინალი და მზად ხარ უპასუხო ყველაზე რთულ გამოწვევებს.
ვასაქმებთ ყველგან– ჩვენი კიდევ ერთჲ მტავარი პრიორიტეტია და ნიშნავს იმას, რომ ვასაქმებთ არამხოლოდ კერძო სტრუქტურებში, არამედ სახელმწიფო ორგანიზაციებში, არასამთავრობო ორგანიზაციებში; ვასაქმებთ საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. კავკასიის უნივერსიტეტის მესამე და მეოთხე კურსის სტუდენტთა 90% სტაჟირებას გადის და დასაქმებულია, ხოლო კურსდამთავრებულთა 95% მუშაობს. ის, რომ სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა დასაქმება ჩვენთვის პრიორიტეტულია ამაზე მეტყველებს კურსდამთავრებულთა და დასაქმების სამსახური, რომელსაც გაფორმებული აქვს მემორანდუმი საქართველოში მოქმედ სობით კერძო თუ სახელმწიგო კომპანიასთან. მემორანდუმები ავალდებულებს კომპანიების ხელმძვანელებს მოგვაწოდონ ყველაზე საინტერესო ვაკანსიები, სანაცვლოდ, ჩვენ ვამარაგებთ მათ ჩვენი სტუდენტებით. რაც ნიშნავს იმას, რომ მათ კომპანიებში პროფესიონალი კადრები იმუშავებენ. ჩვენ სპეციალურად გვაქვს შემუშავებული ისეთი სწავლის გრაფიკი, რომელიც იძლევა საშუალებას სწავლისა და სამსახურის შეთავსებას. ძირითადად, სტუდენტები დღის განმავლობაში მუშაობენ, საღამოს კი – სწავლობენ. უფროპ მეტიც, ძალიან ხშირად ჩვენი სტუდენტები თავად იხდიან ხოლმე სწავლის გადასახადს და უარს ამბობენ მშობლების დახმარებაზე.
გაცვლითი პროგრამები – არ შეიძლება ამ თემას არ შევეხოთ. კავკასიის უნივესრიტეტი ლიდერია გაცვლითი პროგრამების სფეროში. ჩვენს უნივერსიტეტს აქვს თანამშრომლობა 70 ქვეყნის უნივერსიტეტთან. 70 ქვეყანა არ ნიშნავს 70 უნივერსიტეტს. არის ქვეყნები, სადაც რამდენიმე უნივერსიტეტთან გვაქვს თანამშრომლობა. და რაც მთავარია ეს ციფრი მუდმივად იზრდება.. იზრდება ასევე იმ ბავშვების რაოდენობა, ვინც მონაწილეობას იღებს გაცვლით პროგრამებში და სასწავლებლად მიემგზავრება საზღვარგარეთ.
საზღვარგარეთ სწავლა, დამეთანხმებით, ყველაზე ძლიერი მოტივაციაა იმისთვის, რომ სტუდენტებმა კარგად ისწავლონ. მით უფრო, რომ ერთადერთი რაც კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტს მოეთხოვება იმისთვის, რომ გაემგზავროს ერთი სემესტრის განმავლობაში, რომელიმე პრესტიჟულ უნივერსიტეტში, არის მხოლოდ სწავლა – თუ ის მოხვდება მაღალი რეიტინგის ნუსხაში – აუნაზღაურდება არა მხოლოდ სწავლის საფასური, მგზავრობის საფასური, ასევე ის მიიღებს საყოფაცხოვრებო ხარჯებისთვის თანხას და უფრო მეტიც, მიიღებს სტიპენდიას.
შეღავათები გადასახადში – ჩვენი კიდევ ერთი მნიშჳნელოვანი მიღწევაა. რაც ნიშნავს იმას, რომ ყველა სკოლის (სულ კავკასიის უნივერსიტეტის შემადგენლობაში 8 სკოლაა) სტუდენტს, თუ კი ის იქნება მაღალი რეიტინგის ნუსხაში, შეუძლია ისარგებლოს 30%, 50% და 100% შეღავათებით. ჩვენ ვაძლევთ მათ შანსს იქცნენ პროცესების არა დამკვირვებლად, არამედ მონაწილეებად. იმ სტუდენტებისთვის, ვისაც სწავლის სურვილი და უნარი აქვს, მაგრამ – არა შესაძლებლობა – უნივერსიტეტს ლოიალური პოლიტიკა აქვს შემუშავებული. მუდმივად ვცდილობთ შევიმუშავოთ ისეთი გადახდის მექანიზმები, რაც საშუალებას მისცემს მათ, ისწავლონ ჩვენთან.
არ შემიძლია, არ აღვნიშნო ჩვენი თამაში აბიტურიენტებისთვის, რომლის მიზანი პრინციპში, სწორედ შეღავათებით სარგებლობაა. აბიტურიენტებს შესაძლებლობა ექნებათ ითამაშონ შემეცნებით-ინტელექტუალური თამაში „122“ (ეს ის ციფრია, რომლის მიხედვით აბიტურიენტმა უნდა მოგვნიშნოს უმაღლესი სასწავლებლების ერთიან ბაზაში სასწავლებლის შერჩევის დროს). აქვე გეტყვით, რომ აბიტურიენტებმა უკვე ითამაშეს თამაში ”CU Quest”-ი. პირველ ადგილზე გასულმა მიიღო უნივერსიტეტისგან სწავლის 5000 ლარიან ვაუჩერი. მეორე ადგილზე გასულმა – 3000 ლარიანი ვაუჩერი, ხოლო მესამე ადგილზე გასულმა – 2000 ლარიან ვაუჩერი.
და ბოლოს, სწავლის გარდა ძალიან საინტერესო სტუდენტური ცხოვრება გვაქვს. ჩვენი სტუდენტები არიან სხვადასხვა გასართობი, შემეცნებითი, ინტელექტუალური პროექტების მონაწილეები. ხშირად გვხდებიან სხვადასხვა სატელევიზიო შოუებში და გადაცემებში. WELCOME PARTY მინდა გავიხსენო, მისასალმებელი საღამო სტუდენტებისთვის, რომელიც ასობით პირველკურსელს აერთიანებს ერთ სივრცეში და სადაც სტუდენტები დაუვიწყარ დროს ატარებენ.. ასევე აღსანიშნავია, თამაშები START GAME და CU CUP, გარდა ამისა დიპლომების გადაცემის ცერემონიალი – GRADUATION CEREMONY ..
ასე, რომ მე ყველა აბიტურიენტს ვურჩევ აირჩიოს კავკასიის უნივესრიტეტი – ისევ და ისევ მათი უკეთესი მომავლისთვის!