რატომ უნდა აირჩიოს აბიტურიენტმა სწავლის გაგრძელებისთვის სუხიშვილის უნივერსიტეტი?
2016 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები ივლისის თვეში ჩატარდება. დარჩენილი დრო აბიტურიენტებმა სასურველი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შერჩევას და გამოცდებისთვის კარგად მომზადებას უნდა დაუთმონ. ამ კონტექსტში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის შეთავაზება, რომელსაც აბიტურიენტები უნივერსიტეტებისგან იღებენ.
წარმოგიდგენთ სუხიშვილის სასწავლო უნივერსიტეტს:
ტრიუმფალური წარმატებები ევროპული განათლების სისტემის განხორციელებაში
სუხიშვილის სასწავლო უნივერსიტეტი 1995 წელს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ვალერი სუხიშვილმა, მეუღლესთან რუსუდან გოხელაშვილთან და შვილთან მედიცინის დოქტორ, ასოცირებულ პროფესორ ეკატერინე სუხიშვილთან ერთად დააფუძნა. რა სახის გამოწვევებთან იყო დაკავშირებული უნივერსიტეტის განვითარება, როგორია დღეს სასწავლებლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, აკადემიური რესურსი და სტუდენტური ცხოვრება, რას სთავაზობს აბიტურიენტებს 2016 წელს, ამ და სხვა სტუდენტებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე Aris.ge – განათლებას უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ვალერი სუხიშვილი ესაუბრა.
– საკმაოდ იშვიათი და ამბიციური გადაწყვეტილებაა რეგიონში კერძო უმაღლესი სასწავლებლის შექმნის გადაწყვეტილება, თან იმ დროს როდესაც რამდენიმე ათეულ კილომეტრში ცხინვალის კონფლიქტი ჯერ კიდევ არ იყო მიწურული..
– დიახ, 1995 წლიდან დავაფუძნეთ უნივერსიტეტი, მუშაობა გვიხდებოდა უაღრესად რთულ პირობებში. განსაკუთრებით სოციალური თვალსაზრისით. გორში შევისყიდეთ ყოფილი კვლევითი ინსტიტუტის შენობა, რომელიც თავისი სტანდარტებით მთლიანად აკმაყოფილებდა სასწავლო პროცესის მოთხოვნებს. მოგვიანებით გორშივე შევიძინეთ მეორე კორპუსი ყოფილი მეცამეტე სკოლა. ასევე, თბილისში ჯიქიას ქუჩაზე, შევიძინეთ კორპუსი. უნივერსიტეტის სამივე კორპუსის მთლიანი სასწავლო ფართი 8 600 კვ/მ შეადგენს, ხოლო გარე სივრცეების (ეზო/მოედნები) საერთო ფართობი 18 000 კვ/მ–ია. უნივერსიტეტს გააჩნია თავისი დიაგნოსტიკური ცენტრი, სადაც სტუდენტებისთვის და ლექტორ-მასწავლებლებისთვის სამედიცინო კონსულტაცია და მომსახურება უფასოა ,ხოლო სამედიცინო კვლევები 50% ფასდაკლებით. ასევე სარგებლობენ მოსახურებით მათი მშობლები და ახლობლები .უნივერსიტეტის მფლობელობაშია საუნივერსიტეტო ვენახი სადაც აგრარული მიმართულების სტუდენტები გადიან პრაქტიკას,ასევე რეპროდუქციული ჯანმრთელობის ახალგაზრდობის საინფორმაციო ცენტრი,დებატკლუბი,სამეცნიერო კვლევითი ცენტრი,დასაქმების კვლევითი ცენტრი და სხვა.
– რამდენად რთული აღმოჩნდა უნივერსიტეტისთვის აკრედიტაციის საფეხურების გავლა?
– 2005 წელს, წარმატებით გავიარეთ ავტორიზაცია და საქართველოში ლიცენზირებული 300 უნივერსიტეტიდან სუხიშვილის უნივერსიტეტის ჩათვლით დავრჩით 107–უნივერსიტეტიცია და ეს ნიშნავს, რომ სასწავლო და მატერიალურ ტექნიკური ბაზა, პროფესორ მასწავლებლები სამეცნიერო დონე, მთლიანად აკმაყოფილებდა არსებულ მოთხოვნებს.
2006 წელს აკრედიტაციის პროცესი კვლავ განმეორდა უფრო მკაცრი მოთხოვნებით, ჩვენი უნივერსიტეტის ყოველგვარმა პირობებმა მაქსიმალურად დააკმაყოფილა აღნიშნული მოთხოვნები და 107 აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლიდან მხოლოდ 32-ს მოგვენიჭა აკრედიტაცია, საამაყოა, რომ მთელი ამ ხნის მანძილზე უწყვეტი ავტორიზაცია-აკრედიტაციის რეჟიმში ვიმყოფებით
– რომელი აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამები ისწავლება დღეს სუხიშვილის უნივერსიტეტში, რამდენსაფეხურიანია სწავლება?
– ჩვენი უნივერსიტეტი 2 საფეხურიანია. ვახორციელებთ 14 საბაკალავრო და 6 სამაგისტრო პროგრამას. ყველა პროგრამა აკრედიტირებულია. საბაკალვრო პროგრამებია: სამართალი ბიზნესის ადმინისტრირება (მენეჯმენტი, ფინანსები და საბანკო სამე, საბუღალტრო აღრიცხვა და აუდიტი) ტურიზმი, საჯარო მმართველობა, საერთაშორისო ურთიერთობები, ეკოლოგია (გარემოს დაცვა), ფარმაცია, საინფორმაციო ტექნოლოგიები,ინგლისური ფილოლოგიადა სხვა. ხოლო სამაგისტრო პროგრამებია- ფინანსები და საბანკო საქმე,საზოგადოებრივი ურთიერთობა, ტურიზმი და მასპინძლობის მენეჯმენტი, ფარმაციის მარკეტინგი და მენეჯმენტი, აგრობიზნეს მენეჯმენტი, სატყეო საქმე. ამჟამად, დამუშავების პროცესშია სამართლის სამაგისტრო პროგრამა. სამომავლოდ კი, პროგრამების გაფართოებას ვგეგმავთ.
– ხშირად, უნივერსიტეტებში პრობლემას წარმოადგენს სპეციალური ლიტერატურა, რომელიც ან საერთოდ არ არსებობს ან კიდევ თარგმნას საჭიროებს. ქართული სასწავლებლებისთვის გამოწვევად რჩება ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთათვის სერვისების სრულყოფილად მიწოდების საკითხი ..
– ყველა საგანი, რომელიც ისწავლება უნივერსიტეტში, უზრუნვლყოფილია შესაბამისი ლიტერატურით, რომლის დიდი ნაწილიც ქართულ ენაზეა ნათარგმნი. გეტყვით იმასაც,რომ ჩვენთან სწავლობენ ეროვნებით აზერბაიჯანელი საქართველოს მოქალაქეებიც. მათთვის შექმნილია ქართული ენის სპეციალური პროგრამა, რომელსაც უნივერსიტეტში პირველ წელს გადიან. ამის შემდეგ კი ძირითად პროფესიას ეუფლებიან. აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენი უნივერსიტეტის პროფესორებს, რომლებიც საკუთარ სახელმძღვანელოებს ქმნიან, გამოცემის ხარჯებს უნივერსიტეტი უფინანსებს.
– როგორია სადღეისოდ სტუდენტთა რაოდენობის მატების დინამიკა?
– თავდაპირველად, 50 სტუდენტით დავიწყეთ, დღეს 1 200 სტუდენტი ეუფლება სხვადასხვა სპეციალობას, ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ სწავლის ხარისხს. თუ არა სწავლის ხარისხი წარმოუდგენელია ჩვენთან ქვეყნის წინსვლა, განვითარება და ხალხის კეთილდღეობის ამაღლება. ამჟამად უნივერსიტეტს შეუძლია მატერიალურ-ტექნიკური და ინტელექტუალური დონით უზრუნველყოს 2000 სტუდენტის მიღება.
– რას იტყვით უნივერსიტეტის სამეცნიერო პოტენციალზე?
– გარდა იმისა, რომ ჩვენთან საგნობრივი სწავლება მაღალ დონეზეა, მეცნიერულ კვლევა- ძიებასაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება. გვაქვს სამეცნიერო კვლევითი ცენტრი, ვიწვევთ უცხოელ პროფესორებს, ვატარებთ საუნივერსიტეტო, უნივერსიტეტთაშორის სტუდენტურ კონფერენციებს. საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებს, რომლის მასალებიც იბეჭდება უნივერსიტეტის ლიცენზირებულ ჟურნალში. სამეცნიერო აქტივობების ფარგლებში ვხვდებით პედაგოგებს, მათგან ვიღებთ ინფორმაციას პედაგოგიურ სფეროში არსებულ სიახლეების შესახებ და ვცდილობთ შესაბამის დისციპლინებში გავითვალისწინოთ მათი შეხედულებები. ამჟამად უნივერსიტეტში მოღვაწეობს 202 პროფესორი, საიდანაც 84 უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალია.
– აკვირდებით თუ არა თქვენი კურსდამთავრებულების დასაქმების ტენდენციას?
– ჩვენ გვაქვს ხელშეკრულებები გაფორმებული როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სტრუქტურებთან სადაც ჩვენი სტუდენტები გადიან უფასო სტაჟირებას დასაქმების პერსპექტივით.გამოქვეყნდა ბიზნეს გარემოს კვლევების შედეგები. საქართველოში უმაღლეს სასწავლებლებს შორის კურსდამთავრებულთა დასაქმების მხრივ, 15 წარმატებულ უნივერსიტეტს შორის ჩვენ მე-7 ადგილზე გავედით. გორის სააფთიაქო სისტემის 80 % ჩვენი სტუდენტებით არის დაკომპლექტებული. ჩვენი სტუდენტები წარმატებით მუშაობენ კერძო და საჯარო სექტორში. განსაკუთრებით ბანკების წამყვანი სპეციალისტები სწორედ ჩვენი კურსდამთავრებულები არიან. ასევე, მრავლად არიან დასაქმებულები ხელმძღვანელ თანამდებობებზე სახელმწიფო ორგანოებში, პროკურატურაში, პოლიციაში, წარმოების სხვადასხვა სფეროში.
– რას სთავაზობს სუხიშვილის უნივერსიტეტი გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის მიღების მუსრველ სტუდენტებს?
– გაცვლითი პროგრამა გვაქვს ტეხასის უნივერსიტეტთან, რომლის ფილიალი ერევანშია.სწავლას და ყველა სხვა ხარჯებს უნივერსიტეტი ანაზღაურებს. სტუდენტს შეუძლია პარალელურად ისწავლოს და მიიღოს როგორც ტეხასის, ასევე სუხშვილის უნივერსიტეტების დიპლომი.ასევე გაცვლითი პროგრამები გვაქვს კიშინოვის,სიბიუს,პრაღის ,ვარშავის,ხარკოვის და ერევნის უნივერსიტეტებთან.
დიდ წარმატებებს მივაღწიეთ საერთაშორისო ასპარეზზე. 2009 წელს მიგვიწვიეს ოქსფორდში, სოკრატეს სამიტზე,სადაც დაგვაჯილდოვეს ევროპის ხარისხის ნიშნით და ლაურეატის მედლით.აქვე გავაკეთეთ პრეზენტაცია ჩვენი უნივერსიტეტის და აგვისტოს ომის შესახებ. 90 უნივერსიტეტის რექტორი ფეხზე იდგა ცრემლიანი თვალებით ტაშს გვიკრავდნენ. გარდა ამისა, 2009 წელს მალტაში მიგვიწვიეს რექტორთა კლუბში და ევროპის რექტორთა კლუბის წევრად ამირჩიეს.
– როგორ შეაფასებდით გასული წლის შედეგებს სტუდენტთა მიღების თვალსაზრისით?
– 2015 წელს კონკურსი გამოცხადებული გქვონდა 200 ადგილზე, მივიღეთ 155 სტუდენტი. საერთო მაჩვენებლებთან შედარებით ეს შედეგი ცუდი არ არის, იქიდან გამომდინარე, რომ ბევრი სტუდენტი ჩაიჭრა. მაგისტრატურაზე კონკურსი 50 ადგილზე გვქონდა, რაც სრულად შეივსო. ნაწილი კი ვერ დავაკმაყოფილეთ.
– როდესაც უმაღლესი სასწავლებლის დონეზე ვსაუბრობთ უმნიშვნელოვანესია მისი სამეცნიერო პოტენციალი, პროფესორ–მასწავლებელთა კვალიფიკაცია..
– უნივერსიტეტი კადრების მომზადებასთან ერთად აქტიურად ეწევა სამეცნიერო-კვლევით მუშაობას.ჩვენი პროფესორები აქტიურად მონაწილეობენ საერთაშორისო თუ შიდა კონფერენციებში,აქტიურად არიან ჩართულნი სამეცნიერო კვლევით მუშაობაში.მუშაობენ წიგნების გამოცემაზე. ჩვენ ვცდილობთ პროფესორებს საუკეთესო პირობები შევუქმნათ,რათა ხარისხიანი განათლება მისცენ ახალგაზრდებსასევე ვეხმარებით სოციალურად დაუცველ სტუდენტებს,წარჩინებულებს ვაძლევთ სტიპენდიებს, სხვადასხვა წამახალისებელ ჯილდოებს და სხვა.
– რას იტყვით სტუდენტური ცხოვრების არაფორმალურ ნაწილზე, დღევანდელი აბიტურიენტებისთვის ეს მნიშვნელოვანია..
– რა თქმა უნდა, სპეციალობის მიღებასან ერთად, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სტუდენტის ნიჭსა და უნარების გამოვლენისთვის ყოველგვარი პირობების შექმნას.სისტემატიურად იმართება საჯარო ლექციები ცნობილ ადამიანებთან,გასვლითი ლექციები,რაც სტუდენტის უნარ-ჩვევების განვითარებას უწყობს ხელს.
ჩვენთან, სტუდენტებს ყოველგვარი შესაძლებლობა აქვთ გამოავლინოს საკუთარი ნიჭი ხელოვნებაში (უნივერსიტეტში არსებობს სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი „გორულა“, ყოველწლიურად გამოდის სტუდენტური ლიტერატურული ალმანახი, ,,იავნანა“, სადაც იბეჭდება სტუდენტების ლექსები, პოემები, ნოველები, მოთხობები და სხვა. სტუდენტებისთვის ფუნქციონირებს დებატკლუბი,ძიუდოს და ფეხბურთის გუნდები. სპორტული დარბაზები და მოედნები საშუალებას იძლევა სტუდენტმა მიაღწიოს შესაძლებლობის მაქსიმუმს სპორტში, აქტიური მონაწილეობა მიიღოს სტუდენტურ თვითმმართველობაში, სამეცნიერო კვლევა-ძიებაში, სხვა.
-რამდენ სტუდენტზე გეგმავთ მიღების გამოცხადებას 2016 წლისთვის?
– ახალ სასწავლო წლისთვის აბიტურიენტებს საუკეთესო პირობებს ვთავაზობთ, იქნება გარკვეული შეღავათები, საუკეთესო ინფრასტრუქტურა და გარემო, სოციალური დახმარებები და წარჩინებული სტუდენტებისთვის სტიპენდიები. ასევე სიახლე ყველა პირველკურსელს ტაბლეტი გადაეცემა საჩუქრად. 725 აბიტურიენტი იზეიმებს ოცნების ასრულებას – გახდება სუხიშვილის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტი. დარწმუნებული ვარ, ისინი უაღრესად კმაყოფილები იქნებიან უნივერსიტეტში შექმნილი გარემოთი, მათზე მორგებული პირობებით, მშობლიური მზრუნველობით და სასწავლო პირობების სრულფასოვნებით.
უნივერსიტეტის მთელი შემადგენლობა ყველაფერს გააკეთებს, რომ ჩვენი კურსდამთავრებულები მაღალი კვალიფიკაციის წყალობით , კარგი ზნეობრივი თვისებებით, ეროვნული თვითშეგნებით ღირსეულად ემსახურონ სამშობლოს, მის ღირსებას და კეთილდღეობას.
– რატომ უნდა აირჩიოს აბიტურიენტმა სწავლის გაგრძელებისთვის სუხიშვილის უნივერსიტეტი, რა არის მთავარი ფაქტორი, რას ურჩევთ მათ?
– რა თქმა უნდა, თითოეული ახალგაზრდის მომავალი დამოკიდებულია მის სწორ არჩევანზე. ვინც გადაწყვეტს სწავლის გაგრძელებას სუხიშვილის სასწავლო უნივერსიტეტში, ყველა პირობა ექნება მისი არჩევანის, მისი მიზნის განხორციელებისთვის. სპეციალობასთან ერთად, ახალგაზრდა შეიძენს საზოგადოებასთან ურთიერთობის უნარ-ჩვევებს, შესაძლებლობა ექნება გამოავლინოს თავისი ნიჭი და მისწრაფება ორგანიზაციის მართვისა და ლიდერის უნარ-ჩვევების გამომუშავებაში.ხელოვნებაში, პოეზიაში, სპორტში, ამ მიზნის განხორციელებაში სტუდენტებს დაეხმარებათ პროფესორების გულისხმიერება, რექტორატის მშობლიური ზრუნვა და კეთილი დამოკიდებულება. თითოეულის მიმართ ინდივიდუალური ზრუნვა და განსაკუთრებული ყურადღება. მათზე მორგებული მშვიდი გარემო და პიროვნების ღირსების დაცვა.
სუხიშვილის სასწავლო უნივერსიტეტი
რა სიახლეს სთავაზობს სუხიშვილის სასწავლო უნივერსიტეტი მობილობის მსურველებს
სუხიშვილის სასწავლო უნივერსიტეტი მობილობის მსურველებს სიახლეებს სთავაზობს