GE

რატომ უნდა ვიარო სკოლაში?! – სწავლის მიზეზები მოსწავლეებს მუდამ განვითარებად სამყაროში

„რა მინდა სკოლაში?“, – ამ შეკითხვას ბავშვები ძალიან ხშირად სვამენ, უფროსები კი სათანადო ყურადღებას იშვიათად უთმობენ. აქ იმ სავარაუდო პასუხებზე ვისაუბრებთ, რომლებიც ნაწილობრივ სკოლის მიზნებს ეხება. ასევე, განვმარტავთ იმ  კრიტერიუმებს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს თანამედროვე სკოლა სწრაფად ცვლად სამყაროში.
მაშ ასე, – სკოლაში უნდა იარო იმიტომ,

რომ ისწავლო წერა-კითხვა

რომ შეიძინო მეგობრები

რომ დაკავდე სპორტით

რომ მოხვდე კოლეჯში

რომ გამოიმუშაო უნარები და დაეუფლო პროფესიას


ფილოსოფიური პასუხები კი ამავე შეკითხვაზე ასეთია:

რომ გაიცნო და გაიუმჯობესო საკუთარი თავი

რომ გაარკვიო, ვინ ხარ

რათა მოემზადო მომავლისთვის

სინამდვილეში, სწრაფად განვითარებადი ციფრული სამყაროს, სოციოკულტურული ფასეულობების, კლიმატის ცვლილებისა და გლობალიზაციის გათვალისწინებით  არც ერთი ასეთი პასუხი არაა ზუსტი და საკმარისად ძლიერი.

სანამ ამ აბსტრაქციებს კვლავ მივუბრუნდებით, კიდევ ავხსნათ სკოლის დანიშნულება მოსწავლეებისთვის გასაგებ ენაზე  – სკოლაში უნდა იარო, რათა ისწავლო ის რაც არ იცი. შემდეგ ამოარჩიო ის მიმართულებები, რომლებიც უფრო მეტად გაინტერესებს და იპოვო შენი ადგილი სამყაროში.

მაგრამ რა არის სწავლის აზრი?

სამყაროში ყოველთვის ერთმანეთთანაა დაკავშირებული კლიმატი, ენა, კულტურა, ომი, რესურსები… ტექნოლოგია ახალი არ არის, მაგრამ კლიმატის ცვლილებამ და პროპაგანდისა და დეზინფორმაციის მასშტაბურობამ საგრძნობლად შეცვალა მისი განვითარების სიჩქარე.

სწავლა უნდა იყოს პიროვნული ცვლილების მიზეზი და შინაგანმა ცვლილებამ უნდა გამოიწვიოს თანდათანობითი სოციალური ცვლილებები. ამ იდეის აღწერის რამდენიმე შესაძლო ფორმულა არსებობს:

კრიტიკული წიგნიერება x დრო = პიროვნული ცვლილება
(პიროვნული ცვლილება)= სოციალური ცვლილება

ცვლილებები კი დამატებითი საჭიროებების ან ტენდენციების გაჩენით ჩნდება.

ყურადღებით დავფიქრდეთ „საცხოვრებელი ადგილის“ კონცეფციაზე. თანამედროვე განათლების ტენდენციები,  როგორც ჩანს, გლობალური ან სულ მცირე, საზღვრის გარეშე,  „პოსტ ნაციონალურია“. ის უფრო მეტადაა დაფუძნებული ტექნოლოგიაზე, ვიდრე ოდესმე.

საზოგადოებრივი განათლება, პოსტ-რასობრივი და პოსტ-თეოლოგიურია. პოსტ-ადგილობრივ საზოგადოებაში, სადაც ყველა „ადგილის“ გეოგრაფიული მდებარეობის მიხედვით განსაზღვრა საჭირო აღარაა, ისწავლება, თუ როგორ ვიმოგზაუროთ სწავლით.

განათლების მიზნების იერარქია შეიძლება, იწყებოდეს ნაკლებ ამბიციური ფორმით და შემდეგ პროგრესირებდეს, თუმცა ყველა მათგანი მეტ-ნაკლებად ადეკვატურია და შესაბამისობაში მოდის თანამედროვე სკოლის მიზნებთან.

რატომ დავდივარ სკოლაში?

დაეუფლო აკადემიურ ცოდნას და გამოიყენო ის აკადემიური თუ არა აკადემიური ცხოვრებისთვის

შემოქმედებითი უნარების განვითარება

რაციონალურად და კრიტიკულად აზროვნების უნარის გამომუშავება

ცნობისმოყვარეობის გაზრდა და „დიადი შეკითხვების“ დასმისა და მათზე დაფიქრების უნარი.

პროფესიული, აკადემიური, ტექნოლოგიური ცოდნის გაცემა, რომელიც ნებისმიერ ქვეყნის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.

გადაწყვეტილების მიღებისა და შესაბამისად ქმედების უნარი – პასუხისმგებლობის აღება საკუთარ ცოდნასა თუ საქმეზე.

მოამზადა მარიამ ელიაშვილმა

წყარო: teachthought

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური