GE

„რედაქტირება 10 წუთში დავასრულე“ – რა საკითხები წერეს ქართულში დამატებითი სესიის აბიტურიენტება

კოვიდგადატანილი აბიტურიენტებისთვის, რომლებიც ქართული ენისა და ლიტერატრის გამოცდას გამოეთიშნენ, დღეს დამატებითი სესია ჩატარდა.

191-ე სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრიდან გამოსულები საკითხებისა და ტესტის შინაარსზე EDU.ARIS.GE-სთან საუბრობენ:

“ყველა, ვინც ჩემთან ერთად გამოვიდა, ამბობდა რომ მარტივად წერა. დაბნეული ვიყავი და აღელვებული. რეპეტიტორსაც კი დავურეკე და ვუთხარი რა ვწერე, ბევრი არაფერი მახსოვდა, მაგრამ მაინც. წინა ვარიანტში ვაჟა-ფშაველას ,,სტუმარ-მასპინძელი” შემოვიდა და შემდეგ ისევ განმეორდა იგივე ავტორი, ამიტომ ვვარაუდობდი, რომ ჩვენთანაც ასე მოხდებოდა, ჩემმა ვარაუდმა გაამართლა და ვაჟა აქაც მოვიდა. იმედი მაქვს კარგი შედეგი მექნება მეც და სხვებსაც”.

,,მარტივი ტესტი იყო. რედაქტირება 10 წუთში დავწერე. ესეს თემა იყო არჩევანის თავისუფლებაზე, რისი გაკეთება შეგვიძლია მიზნის მიღწევის გამო და რისი არა. კითხვები შემოვიდა რეზო ჭეიშვილის ნაწარმოებიდან ,,ბიძია”, ასევე იყო შეკითხვები ვაჟა-ფშაველას ,,კაი ყმიდან”, ჯამში მარტივი იყო და კმაყოფილი ვარ.”

“საკითხები არ გამეორებულა, კი გვქონდა იმედი მაგრამ სხვა თემები მოვიდა. ესე იყო იმაზე, თუ რა გადაწყვეტილების მიღება შეგვიძლია მიზნის მიღწევის გამო. შემოვიდა ვაჟა-ფშაველას, ,,კაი ყმა” და ჭეიშვილის ,,ბიძია”, მარტივად ვწერეთ და მალევე გამოვედით.”

,,კმაყოფილი ვარ. მიუხედავად იმისა, რომ ცოტა თავი მტკიოდა, მაინც ნორმალურად ვწერე განსაკუთრებით ესე. მიზანი ამართლებს საშუალებას, ასეთი ციტატა მოვიყვანე არგუმენტად და მაკიაველის ,,მთავართან” გავავლე პარალელები. მიუხედავად იმისა, რომ სუნთქვის პრობლემები გვქონდა და არც გაგრილება იყო ჩართული, ვცდილობდით ამაზე არ გვეფიქრა, ამ პირობებშიც კი თავი კარგად გავართვი და ცოტა სიამაყეს ვგრძნობ.”

დამატებითი სესია აბიტურიენტებისთვის ქართულში მხოლოდ ერთხელ ჩატარდა.

დამატებითი სესიები, რომელიც აბიტურიენტებისთვის უნდა ჩატარდეს ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით ასეთი განრიგით გაიმართება:

მათემატიკა – 23 ივლისი (II სესია);
უცხოური ენა – 25 ივლისი (II სესია);

ისტორია – 27 ივლისი (II სესია).

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ შეახსენებს აბიტურიენტებს, რომ სარეგისტრაციო განაცხადში საგანმანათლებლო პროგრამების მითითებისა და შეცვლის საშუალება მათ აპელაციების შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნებათ.

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

მოამზადა მზეო შველიძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური