რეიტინგულ სიაში ცვლილებების შეტანის ვადა აბიტურიენტებისათვის 23 აგვისტოს 18:00 საათზე იწურება – ინსტრუქცია
2024 წლის აბიტურიენტთა აპელაციის შედეგები, გათანაბრებული და სკალირებული ქულები უკვე ცნობილია და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შეახსენებს აბიტურიენტებს, რომ მათ საგანმანათლებლო პროგრამების რეიტინგულ სიაში ცვლილებების შეტანა (გადანაცვლება, წაშლა, დამატება) 23 აგვისტოს 18:00 საათამდე შეუძლიათ.
პროგრამების რეიტინგულ ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის სურვილის შემთხვევაში გამოსაცდელები უნდა ეწვიონ საკუთარ სარეგისტრაციო გვერდს.
აბიტურიენტის საგანმანათლებლო პროგრამების რეიტინგულ სიაში ცვლილებების შეტანის დეტალური ინსტრუქცია:
თუ გსურთ არჩეული პროგრამის სხვა საფეხურზე გადატანა, წაშალეთ ის და კურსორი დააყენეთ იმ პროგრამასთან, რომლის შემდეგაც გინდათ მისი ჩასმა. ჩაწერეთ კოდი და მიეცით ბრძანება – “დამატება”.
თუ პირველ ადგილზე გსურთ სასურველი პროგრამის ჩასმა, მაშინ კურსორს აყენებთ პირველ საფეხურზე, იყენებთ ღილაკს – “დამატება” და წერთ სასურველი პროგრამის კოდს, შემდეგ კვლავ დგებით პირველ პოზიციაზე, ირჩევთ ღილაკს – “წაშლა” და ავტომატურად მეორე საფეხურზე მდგარი პროგრამა ინაცვლებს სასურველ, პირველ საფეხურზე.
აუცილებლად დაიმახსოვრეთ მონაცემები. შენახვის ღილაკის გამოყენების გარეშე ცვლილებები სისტემაში არ აისახება.
გაითვალისწინეთ, რომ ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რამდენმა აბიტურიენტმა აირჩია ის პროგრამა, რომელიც თქვენს რეიტინგულ სიაშია მითითებული, მოცემულია აბიტურიენტის სარეგისტრაციო გვერდის ბმულზე: კონკურსი პროგრამებზე.
პროგრამის არჩევისას ყურადღება მიაქციეთ:
- აკრედიტებულია თუ არა საგანმანათლებლო პროგრამა (არააკრედიტებული პროგრამა არ ფინანსდება სახელმწიფო სასწავლო გრანტით);
- გაზრდილია თუ არა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიმალური კომპეტენციის ზღვარი;
- მითითებულია თუ არა საგანმანათლებლო პროგრამაზე სპეციალური მოთხოვნები;
- საგანმანათლებლო პროგრამაზე არსებული ადგილების რაოდენობა;
- საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის საფასური;
- თუ რომელ ქალაქში მიმდინარეობს სწავლა ამ საგანმანათლებლო პროგრამის მიხედვით.
გახსოვდეთ, თქვენ მიერ არჩეული საგანმანათლებლო პროგრამების რაოდენობა შეზღუდული არ არის.
ასევე იხილეთ:
იპოვე შენი თავი EDU.ARIS.GE-ს TikTok-ზე 😘
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
- 2025 წლის აბიტურიენტებისთვის საგანმანათლებლო პროგრამების სავარაუდო ჩამონათვალი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით გამოქვეყნდა by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
- ცნობილია როგორია 2024 წლის აბიტურიენტების რეიტინგული სია ჩასაბარებელი საგნების მიხედვით – დოკუმენტი by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
- ცნობილია 2024 წლის აბიტურიენტების საგანმანათლებლო პროგრამების არჩევანი პრიორიტეტების მიხედვით by შედეგები 2024