რეპეტიტორი: აბიტურიენტებს ზაფხულშივე ვურჩიე „დიდოსტატის მარჯვენა“ და „ჯაყოს ხიზნები“ წაეკითხათ, ბევრმა ვერ გაიგო ტექსტი და კითხვას თავი დაანება
ფილოლოგი, ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალისტი და პედაგოგი, ნანა გოგშელიძე, 2024 წლის აბიტურიენტებთან უკვე დაწყებული სწავლების შესახებ წერს და იმ პრობლემებზე მიუთითებს, დამამთავრებელი კლასების მოსწავლეთა ახალ ნაკადში თავად აღმოაჩინა.
მისი თქმით, არაფრით არ იქნება ეს სასწავლო წელი წინაზე უკეთესი, უარესი თუ არა და ამას თავისი მიზეზები აქვს.
“დაიწყო სწავლა, რასაც მოჰყვება, ბუნებრივია, ჩვენი, რეპეტიტორების, დაკვივრბებები და პირველი შთაბეჭდილებანი. მშობლიური ენის ელემენტარული სიტყვების უცოდინარობა! – არ სთხოვენ ამ ბავშვებს და ჰა, რა გინდა, რომ ქნა? თუ აიკიდე, უნდა ათრიო კიდეც რეპეტიტორმა სიზიფეს ლოდი! გრამატიკაში ბრუნება თუ იციან, ბედნიერდება მასწი, რადგან ძალიან ცარიელი მოდიან, ძალიან… მე-11 კლასელებსა და მათ, რომელთაც ჩემთან სიარული გადაწყვიტეს, ზაფხულშივე ვურჩიე დიდოსტატისა და ჯაყოს წაკითხვა (ტექსტის მოთელვა, რათა შინაარსის ცოდნის ფონზე, ანალიზის მეტი საშუალება მომცემოდა). ბევრმა მითხრა, რომ ვერ გაიგო ტექსტი და დაანება კითხვას თავი…”, – წერს 22 სექტემბრის წერილში საგნის სპეციალისტი.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ნანა გოგშელიძე მიიჩნევს, რომ ზოგადი უნარების გამოცდის მოხსნა თავის დროზე პოპულისტური ნაბიჯი იყო და მშობლებსა და ბავშვებს მეტი არც არაფერი უნდოდათ – “ზედმეტი ფულის ხარჯვას აერიდებოდნენ…”
პედაგოგის წერილი ბოლო ზარის დღეს – „ასე მივიღებთ აზრიან მოქალაქეს მოსწავლისგან“
“ბევრი მკითხავს, – ჩვენ არ ჩაგვიბარებია უნარი, მაგრამ მაინც დავოსტატდითო. დიახ, არ ჩაგვიბარებია, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, ჩვენ პატარაობიდან ვკითხულობდით, კითხვა კი ის საშუალებაა, რაც აგრძნობინებს ბავშვს ენის სინტაქსს, ტექსტის მხატვრულობას, საბოლოოდ, ნაბიჯ-ნაბიჯ ყალიბდება კითხვისთვის აუცილებელი უნარები, ქვეტექსტების ძიების საშუალება და მარტო ხილული შინაარსის გაცნობიერება კი არა, მწერლის სტილზე, მის მენტალობასა და გონიერებაზე გვექმნება აზრი. ახლა არც კითხულობენ, არც თავს იკლავენ რეფლექსიით. მესმის, ეპოქამ სხვა პრიორიტეტები გამოკვეთა, მაგრამ-როგორ ვხვდებით მომავალს – “რა გითხრათ, რით გაგახაროთ?”, – აღნიშნავს ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი.
სპეციალისტი აბიტურიენტებში აქტიურად გავრცელებული, ე.წ. მაღალქულიანი თემების პრობლემასაც ეხება: თუ ადრე სხვადასხვა ფილმით, უცხოურიდან თარგმნილი მოთხრობებით ვცდილობდი, გამემდიდრებინა მათი წარმოსახვა, ახლა ნეტა “ვეფხისტყაოსნის” ფინალამდე მივაღწიო… სულ ვწერ და ამჯერადაც იმავეს ვიტყვი -აქაური ვითომ საგანმანათლებლო გვერდები უკარგავენ სრულად მუშაობის უნარს ახალგაზრდებს, ვიღაც დადებს მზამზარეულ “34 ქულიან” თემას, ესეც წაიკითხავს და გავა ფინალში… არადა, ვინ განსაზღვრა ამა თუ იმ თემის სრული ჩარჩოები, რას ვუკეთებთ ამ დაბნეულ ბავშვებს…
ასევე იხილეთ:
განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება