GE

რიგგარეშე მობილობა ქართულ უნივერსიტეტში 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის – ვაკანტური ადგილები

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი აცხადებს 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის რიგგარეშე მობილობას.

ქართულმა უნივერსიტეტმა 2018- 2019 აკადემიური წლის შემოდგომის სემესტრში რიგგარეშე მობილობის წესით ჩასარიცხი სტუდენტებისთვის ვაკანტური ადგილები (სწავლის წლიური საფასური – 2250 ლარი) გამოყო შემდეგ მიმართულებებზე:

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლა:
საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამები:
სამართალი – 30 ადგილი;
საერთაშორისო ურთიერთობები და რეგიონალური პროცესები – 20 ადგილი;
ინგლისური ფილოლოგია – 15 ადგილი

სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამები:
სამართალი – 10 ადგილი;

ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა:
საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამები:
მენეჯმენტი – 30 ადგილი;
ტურიზმის ბიზნესი -15 ადგილი;
ეკონომიკა – 10 ადგილი;
კომპიუტერული მეცნიერება – 3 ადგილი;

სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე:
ბიზნესის ადმინისტრირება (მენეჯმენტი) – 10 ადგილი.

2018 – 2019 აკადემიური წლის შემოდგომის სემესტრში რიგგარეშე მობილობის პროცესის ადმინისტრირების ვადები:

  • მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაცია (საბუთების მიღება) – 2018 წლის 15 – 23 ნოემბერი;
  • კრედიტების აღიარების კომისიების მუშაობა, დასკვნების მომზადება და მათი მობილობის მსურველთათვის გაცნობა, თანხმობის/უარის წერილების მომზადება – 2018 წლის 19 – 26 ნოემბერი;
  • სკოლების მიერ ჩასარიცხ პირთა სიების (მოხსენებითი ბარათის სახით), აგრეთვე რიგგარეშე მობილობის ფარგლებში გადმოყვანის წესით ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადებისათვის საჭირო სხვა დოკუმენტაციის (ქაღალდური და ელექტრონული სახით) წარდგენა – 2018 წლის 27 ნოემბერი;
  • რიგგარეშე მობილობის ფარგლებში გადმოყვანის წესით ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება და ცენტრში წარდგენა – 2018 წლის 29 ნოემბრის ჩათვლით.

მობილობის წესით გადმოსვლის მსურველთა მიერ წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:

  • მობილობის განხორციელების მსურველი ყველა აპლიკანტისათვის:
  • განცხადება და ანკეტა (ივსება ადგილზე);
  • სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი;
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობა/პასპორტი) ასლი;
  • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის (მოწმობის/პასპორტის) ასლი (ვაჟებისთვის);
  • ორი ფოტოსურათი (3X4) და სურათი CD დისკზე;
  • უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების შემთხვევაში – სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ბრძანების პირველ პუნქტში მითითებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების: შპს “საქართველოს საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტ უნიჯეოს”, შპს “თბილისის სასწავლო უნივერსიტეტისა”, შპს “ევრორეგიონული სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის”, ამ დანართის პირველ პუნქტში მითითებულის გარდა, დამატებით წარმოსადგენი დოკუმენტები:

  • სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის (ჩარიცხვის ბრძანება, სტატუსის შეჩერება, აღდგენა და სხვ.) ასლი ან მისი ამონაწერი (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დამოწმებული); მაგისტრანტებისათვის – ინფორმაცია საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარებული ტესტის ტიპის შესახებ;
  • სტუდენტის სასწავლო ბარათის ასლი ან მისი ამონაწერი (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დამოწმებული);
  • სახელმწიფო/სოციალური გრანტის მქონე სტუდენტებმა ცენტრის მიერ გაცემული ცნობა გრანტის გადმოტანის შესაძლებლობის, ოდენობის (ლარში) და დაფინანსების პერიოდის მითითებით.

იმ პირთათვის, რომლებმაც წარმატებით დაძლიეს ერთიანი ეროვნული გამოცდები და სსიპ- შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დამტკიცებული რანჟირების დოკუმენტის შესაბამისად, ჩარიცხვის მიზნით ვერ მიმართავენ შპს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და შპს ევროპის უნივერსიტეტს, დანართის პირველ პუნქტში მითითებულის გარდა, დამატებით:

  • სწავლის სემესტრული საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი;
  • არასრულწლოვანის შემთხვევაში – სანოტარო წესით დამოწმებული დაბადების მოწმობის ასლის წარმოდგენა და მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის თანხლება, ამ უკანასკნელის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტითურთ.

იმ მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის, რომლებმაც 2018 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდისა და შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ განსაზღვრული გამოცდების შედეგად ჩარიცხვის უფლება მოიპოვეს შპს – თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში, შპს – ევრორეგიონულ სასწავლო უნივერსიტეტსა და შპს – საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში:

  • შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის ნოტარიალურად დამოწმებული ასლი, (2018 წლის კურსდამთავრებულებისთვის დასაშვებია ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან შესაბამისი აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე);
  • ინფორმაცია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული საუნივერსიტეტო გამოცდის ჩაბარების/შეფასების თაობაზე;
  • უცხო ენის (ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული) შესაბამის დონეზე ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო მოწმობის/სერტიფიკატის ასლი (არსებობის შემთხვევაში).

უნივერსიტეტის საბანკო რეკვიზიტები:
თიბისი ბანკი, ბანკის კოდი: TBCBGE22, ანგარიშის ნომერი: GE76 TB74 8803 6020 1000 02; ანგარიშზე თანხის შეტანა შეიძლება სს თიბისი ბანკის ნებისმიერ ფილიალში

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური