რის შეცვლას ითხოვს პედაგოგთა პროფკავშირები დისციპლინური წარმოების წესში?!
ხმაურით და კამათის ფონზე მიმდინარეობდა მრგვალი მაგიდა, რომელიც საჯარო სკოლებში დასაქმებულთა შრომით და სოციალურ პირობებს ეხებოდა.
შეხვედრა პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირების ინიციატივით გაიმართა და მას სხვადასხვა სკოლის დრქტორებთან ერთად, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები და დეპუტატებიც ესწრებოდნენ. თუმცა არც ერთი დამსწრე დეპუტატი განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრი არ ყოფილა.
შეხვედრის ძირითადი განსახილვევლი საკითხი ახლადდამტკიცებული მასწავლებლის დისციპლინური წარმოების წესი და ამ კუთხით პროფკავშირების მიერ გაცემული რეკომენდაციები იყო.
თავისუფალ პროფკავშირებს მოქმედი რედაქციის ზოგიერთ დებულებასთან საკმაოდ კრიტიკული შენიშვნები ჰქონდა.
ყველაზე მეტი ხმაური დებულების იმ ნაწილს მოჰყვა, რომელიც პედაგოგის სკოლის გარეთ ჩადენილ ქმედებას არეგულირებს.
„დაუშვებელია, სკოლის მიერ მასწავლებლსითვის დისციპლინური სახდელის დაკისრება იმ ქმედებისთვის, რომელიც მან ჩაიდინა სასკოლო დროისგან თავისუფალ დროს, ან სკოლის ტერიტორიის გარეთ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სკოლას აქვს დასაბუთებული ინტერესი,“– ვკითხულობთ მოქმედ რედაქციაში. პროფკავშირები მიიჩნევს, რომ „დასაბუთებული ინტერესი“ ძალიან ბუნდოვანი ცნებაა და მის დაკონკრეტებას ითხოვს.
„დავუშვათ ყველაფრისგან გადაღლილმა პედაგოგმა სკოლის შემდეგ საკუთარი სახლის ფანჯარა გამოაღო და დაიძიახა ძირს ამა და ამ სკოლის დირექტორი ამ ქმედებაზე უნდა დაიწყოს დისციპლინური სახდელის დაწესება?“,–იკითხა პედაგოგთა თავისუფალი პროფკავშირების პრეზიდენტმა მაია კობახიძემ.
რაზეც განათლების მინისტრის მოადგილე ლია გიგაურმა უპასუხა, რომ თავშეკავება და კონტროლი ყველას მართებს სკოლის შიგნითაც და მის ფარგლებს გარეთაც.
ცნების დაკონკრეტებას აქტიურად ითხოვდა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წევრი გია ჟორჟოლიანიც.
განათლების და მეცნიერების სამინისტროს სამართლებრივ საქმეთა დეპარტამენტის უფროსს კი მაგალითისთვის ის შემთხვევა მოჰყავდა, როდესაც „სკოლის მასწავლებელმა, სასკოლოს საათების შემდეგ, მოსწავლეები სუფრაზე ყანწებით დაათრო. თან ისე, რომ ყველა მოსწავლე საავადმყოფოში მოხვდა. გეკითხებით ასეთ შემთხვევაზე არ უნდა მოხდეს დისციპლინური სახდელის დაწესება?“ –საპასუხო კითხვა დასვა დავით ლომინაშვილმა
გარდა დასაბუთებული ინტერესისა, პედაგოგთა თავისუფალი პროფკავშირები ასევე მიიჩნევს, რომ იმის ნაცვლად, რომ კერძო სკოლი მასწავლებელთა დისციპლინური წარმოების წესს თავად კერძო სკოლა განსაზღვრავდეს, კარგი იქნება, თუ მინისტრის ბრძანებით გათვალისწინებული მასწავლებელთა დაცვის მექანიზმი კერძო სკოლის პედაგოგებზეც გავრცელდება.
დეპუტატ გუგული მაღრაძის მოსაზრებით კი ,,კერძო სკოლის ეშხი სწორედ ისაა, რომ, ის თავად იღებს გადაწყვეტილებას“.
მრგვალი მაგიდის წევრები თვლიან, რომ ბუნდოვანია ბრძანების კიდევ ერთი საკითხი: თუ სკოლის დირექტორი არ ეთანხმება დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილებას სახდელის დაკისრების თაობაზე, მან უნდა დაასაბუთოს თავისი უარი. თუმცა გაურკველია, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ დირექტორი სახდელის ფორმას არ ეთანხმება და პედაგოგისთვის უფრო მკაცრი სასჯელი სურს. ამიტომ, პროფკავშირები მოსაზრებით, დირექტორის მიერ დაუშვებელი უნდა იყოს უფრო მძიმე სახდელის დაკისრება ვიდრე ამას დისციპლინური კომიტეტი მოითხოვს.
კიდევ ერთი რეკომენდაცია დისციპლინური წარმოების დაწყებას ეხება. მოქმედ რედაქციაში ვკითხულობთ, რომ საქმის წარმოება შეიძლება დაიწყოს დიციპლინური გადაცდომის ჩადენიდან ან ფაქტის გამოვლენიდან არაუგვიანეს 3 წლისა, პროფკავშირები კი მიიჩნევს, რომ სამი წელი დიდი ვადააა და 1 წლამდე უნდა შემცირდეს.
რაც შეეხება სახდელის ვადაზე ადრე მოხსნას, რომელსაც დღეს სკოლის შინაგანაწესი არეგულირებს, პედაგოგთა თავისუფალი პროფკავშირები მიიჩნევს, რომ ვადაზე ადრე მოხსნის წესის მინიმალური სტანდარტი ბრძანებაშიც უნდა იყოს გაწერლი.
„პროფკავშიორები იზიარებს და ეთანხმება დისციპლინური წარმოების წესის აუცილებლობას. უბრალოდ მათ აქვთ, რამდენიმე რეკომენდაცია და თვლიან, რომ ამ რეკომენდაციების გათვალისიწნების შემდეგ დისციპლინური წარმოების წესი უფრო გასაგები იქნება თავად პედაგოგებისთვის. ჯერ კონკრეტული რეკომენდაციები სამინისტროსში წარმოდგენილი არ არის. როდესაც წარმოადგენენ, შემდეგ ვიმსჯელებთ გავითვალისწინოთ – თუ არა,“– განაცხადა Aris.ge-განათლებასთან საუბარში განათლების და მეცნიერების სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსმა დავით ლომინიაშვილმა.
ის რომ პროფკავშირები დისციპლინური წარმოების წესს ეთანხმებიან, ამას არც პროფკავშირების ხელმძღვანელობა უარყოფს. მათი შეფასებით, ღირებულია ის ფაქტი, რომ წინ არის წამოწეული კომიტეტის ფუნქციები და პედაგოგები მეტად არიან დაცულნი დირექტორის ერთპიროვნული გადაწყვეტილებისგან. თუმცა მიიჩნევენ, რომ კომიტეტის კიდევ უფრო გაძლიერებაა საჭირო.
ეკა არის© წივწივაძე
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება