როცა აბიტურიენტი ორ არჩევით საგანში ერთნაირ ქულას იღებს – ინფორმაცია საგრანტო კონკურსის შესახებ
„მაგალითად, ისტორიაში და ლიტერატურაშიც მაქსიმალური ქულის 60% ავიღე, მაქსიმალური ქულები ხომ სხვადასხვაა და ამ შემთხვევაში უპირატესობა რომელს მიენიჭება გრანტის აღებისთვის?“, – ამ კითხვით მიმართა 2024 წლის ერთ-ერთმა აბიტურიენტმა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს ღია კარის დღის ფარგლებში.
„ნაეკის“ საგამოცდო პროცესების მართვის სამსახურის უფროსი, მაია გაბუნია განმარტავს, რომ გრანტისას უპირატესობა მიენიჭება იმ საგანს, რომლითაც აბიტურიენტი უფრო მაღალ დაფინანსებას მიიღებს.
„თუ ისე მოხდა, რომ თქვენ ორივე საგანში ერთნაირი ქულა მიიღეთ და ვთქვათ ჩაირიცხეთ ისტორიით, მაგრამ გრანტი შეიძლება მათემატიკით უფრო მაღალი მიიღოთ, მიიღებთ გრანტს; მაგრამ თუ მოხდა ისე, რომ ორივე საგანში ერთნაირი ქულა მიიღეთ და ორივე საგნით მიიღებდით მაგალითად 70%-იან დაფინანსებას, დაფინანსდებით იმ საგნით, რომელზეც უფო მეტი თანხა იქნება გამოყოფილი იმ წელს დასაფინანსებლად. ასე რომ, ამ შემთხვევაში სხვა აბიტურიენტი რომ არ დავჩაგროთ, ვიქცევით ასე. ყოველთვის ასე ხდებოდა და წელსაც ასე იქნება“, – განმარტავს მაია გაბუნია.
ასევე იხილეთ:
6 რეკომენდაცია აბიტურიენტებს 2024 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციისთვის
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
-
აბიტურიენტის ცნობარის მომზადებას კიდევ ერთი თვე დასჭირდება – რა უნდა იცოდეთ
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
გამოქვეყნდა მაქსიმალური ქულები და საგამოცდო დრო 2026 წლის ზაფხულის გამოცდების ყველა მონაწილისთვის
by ARIS.GE-განათლება
-
ცნობილია, როგორ შეფასდება ტესტები აბიტურიენტის, სამაგისტრო, საგრანტო და მასწავლებლის გამოცდებზე 2026 წელს
by ARIS.GE-განათლება