GE

როდის დაიწყება თბილისის მერიაში სოციალურად დაუცველი სტუდენტების დაფინანსების მიზნით განცხადებების მიღება – ვადები

სოციალურად დაუცველი სტუდენტების დაფინანსების მიზნით, თბილისის მერიაში განცხადებების მიღება 10 სექტემბრიდან დაიწყება და 30 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

დედაქალაქის მერიის ცნობით, 2021 წლამდე ფინანსდებოდნენ თბილისში რეგისტრირებული ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის  სტუდენტები, რომელთა ოჯახების სოციალური ქულა 70 000 ან ნაკლები იყო. დღეის მდგომარეობით, ფინანსდებიან თბილისში რეგისტრირებული ის სტუდენტები, რომელთა ოჯახების სოციალური ქულა 150 000 ან ნაკლებია.

ასევე იხილეთ:

2021-2022 სასწავლო წელს სოციალური პროგრამით დაფინანსებისთვის მაგისტრანტთა განაცხადების მიღება 11 ოქტომბერს დაიწყება

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური